საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმა „დეზინფორმაციის რეესტრი“ შექმნა.

პლატფორმა საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებაში ნდობის განმტკიცების ხელშეწყობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. რეესტრის საშუალებით, ცესკო დაინტერესებულ პირებს აწვდის გადამოწმებულ და ზუსტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.

თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ გამოწვევად რჩება, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და საარჩევნო გარემოზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას. ეს გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ სხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისთვისაც ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, ცესკო მუდმივად ეძებს და ნერგავს ინოვაციურ მიდგომებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, სანდო ინფორმაციის ეფექტიან მიწოდებასა და დეზინფორმაციის ზემოქმედების შემცირებას. „დეზინფორმაციის რეესტრის“ შექმნაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია - ნაბიჯი, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობის გაძლიერებას და ამომრჩევლების ინფორმაციისადმი მდგრადობის ზრდას.

ახალი ვებგვერდი disinfo.cec.gov.ge პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც უკავშირდება დეზინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებას და უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო გარემოზე. რეესტრში თავმოყრილია ყველა ის დეზინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ემსახურება საზოგადოებაში არასწორი აღქმების გაჩენას და აზიანებს საარჩევნო პროცესს. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაციასთან ერთად პლატფორმაზე ასახულია შესაბამისი, გადამოწმებული და

ფაქტებზე დამყარებული ზუსტი ინფორმაცია.

პლატფორმაზე განთავსებულია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების მიერ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის შედეგად შერჩეული დეზინფორმაციული მასალა. „დეზინფორმაციის რეესტრი“ დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს რეესტრში განთავსებულ ინფორმაციას გაეცნონ დინამიკაში და გაფილტრონ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა თემების, წლებისა თუ არჩევნების მიხედვით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი ვებპლატფორმის შექმნის გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მიიღო, რაც ხაზს უსვამს ცესკოს მზადყოფნას თანამედროვე სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. ცესკო, როგორც არჩევნების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, გააგრძელებს ოპერატიულ რეაგირებას ყველა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც აზიანებს საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს მოქალაქეებს ყოველთვის გადაამოწმონ და ენდონ ოფიციალურ, სანდო და დაზუსტებულ ინფორმაციასა და წყაროებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764657681

ახალი ამბები

ბრალდებულები ავტოსაგზაო შეჯახებების პროვოცირებას იმგვარად ახდენდნენ, რომ დაზარალებულ მხარედ თავად წარმოჩენილიყვნენ - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თაღლითური სქემა გამოავლინეს და ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების, ასევე, თაღლითობის მცდელობის ფაქტებზე 2 პირი: 198...

საბერძნეთში ქალის სექსუალური შევიწროებისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს

1764657576

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დანაშაულისთვის ძებნილი პირი - 1993 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს. ინფორმაცია...

მსოფლიო

1764657568

ახალი ამბები

გაბუნია: „ნაცი“ ჩახუნაშვილი, რომელსაც ექსპერტული ცოდნა არ გააჩნია, სოც-მედია გამოკითხვით აკეთებს დასკვნას, მის „სამეცნიერო" კვლევაზე დაყრდნობით კი BBC „ვრემია" აკეთებს სიუჟეტს და ხელისუფლებას აბრალებს აკრძალული ნივთიერების გამოყენებას

„„ნაცი“ პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც არანაირი ექსპერტული ცოდნა-განათლება არ გააჩნია, სოცმედია გამოკითხვაზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნას და ვარაუდობს, რომ ერთი წლის წინ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეთა...

გიორგი გაბუნია

1764655804

საზოგადოება

ირაკლი მეზურნიშვილი: ბუდაპეშტში ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს

ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა. „მოგეხსენებათ, რომ უნ...

ირაკლი მეზურნიშვილი

1764655778

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: რამდენიმე ადამიანი იკრიბება, ისინი, ვინც ან მსჯავრდებულები არიან, ან ძებნაში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ შარშან გამოყენებული იყო მომწამლავი ნივთიერება, ეს შემაშფოთებელი ტყუილია

ტყუილი იმდენად უტიფარია, რომ შემაშფოთებელია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიას. მისი თქმით, ამ სიცრუის უკან შემდეგი ნაბიჯებიც არის დაგეგმილი, რაც...

გია ვოლსკი