"საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც სავარაუდოდ, ადგილი აქვს არალეგალურ საქმიანობას" - ფინანსთა მინისტრი

"იცით, რომ ქვეყანაში მოქმედებს ბევრი ქოლცენტრი, რომელიც ლეგალურად საქმიანობს. თუმცა, გამოიკვეთა ქოლცენტრები, რომლებიც შეიძლება არალეგალურ საქმიანობას ეწეოდნენ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება.

ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შესულია 46 ქოლცენტრში, სადაც იკვეთება, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს არალეგალურ საქმიანობას.

ბუნებრივია, ამ ქოლცენტრებს შეჩერებული აქვთ საქმიანობა.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, საგადასახადო შემოწმებები და ამ ეტაპზე როგორც მოგახსენეთ, იდენტიფიცირებულია მსგავსი 46 ქოლცენტრი.

შექმნილია სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობს შსს, პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და გამოიკვეთა უკვე საჭიროება იმის, რომ მოხდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას განსახილველად", - განაცხადა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ღარიბაშვილი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში - ჩვენ ამას არ დავუშვებთ

🔵 ირაკლი ღარიბაშვილი: მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, დაახლოებით, 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი დღეს 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752929603

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ - როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტის განცხადებას გამოეხმაურა. „შარშან გვეუბნებოდნენ, ევ...

მამუკა მდინარაძე

1752927308

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტ...

მარიამ ლაშხი და გივი მიქანაძე სახელმწიფო კოლეჯების დირექტორებს შეხვდნენ

1752925230

ახალი ამბები

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” ხმა მისცა - „ხალხი არ არის” და ის დგას მხოლოდ ხალხის იმ ნაწილთან, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს

ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ევრობიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს „ევროპარლამენტი ამბობს რომ საქართველოს, 1 200 000 მოქალაქე, ვინც 2024 წლის...

ლაშა გეგეჭკორი

1752923438

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: ეროვნულ ხელისუფლებაზე შანტაჟით ევროპელმა ბიუროკრატებმა დაიწყეს მუშაობა გეგმაზე, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების ჩანაცვლებას აგენტურული ძალებით, მათი დავალებების უპირობო შემსრულებლებით

„უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა ევროპელი ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართულ საზოგადოებაზე თავდასხმამ და შანტაჟის დიაპაზონი სულ უფრო და უფრო ფართოვდება“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხ...

თორნიკე ჭეიშვილი

1752921324

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ჩვენ ვაპირებთ, რომ ის კანონები, რომლებიც მივიღეთ, ბოლომდე დავიცვათ და დავიცვათ შესაბამისად საქართველოს ინტერესები

დადასტურდა ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ხალხი პირდაპირ გთხოვს გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, ანუ აღარ ვიცოდეთ ვინ აფინანსებს რევოლუციებს საქართველოში, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების...

გიორგი ჩაკვეტაძე