„საგზაო დარღვევებზე ჯარიმები იზრდება“ - შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.
შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:
⏺ 100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით
⏺ 50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის
⏺ 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით
⏺ 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის
⏺ დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე
⏺ დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით
⏺ ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით
⏺ ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1763066533
ახალი ამბებისოსო მანჯავიძე: საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის, რაც ქვეყანაში ხდება, განპირობებულია გარე ფაქტორებით
საქართველო ახლა ბეწვის ხიდზე გადის, ის, რაც შიგნით ხდება განპირობებულია გარე ფაქტორებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ. მისივე თქმით, ევრობიუროკრატებისთვის საქართველო...
1763065114
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საქართველომ სცადა ევროინტეგრაცია არ ყოფილიყო პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენებული
„ეს არის დეზინფორმაცია და მანიპულაცია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს წინადადება არის ტყუილი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგ...
1763064176
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ
სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო სა...
1763061985
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელს წერილობითაც აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს არ შეაფასებდნენ
იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ ეს ანგარიში [ევროკომისიის გაფართოების ანგარიში] უნდა ყოფილიყო უარყოფითი, რომ მათ წერილობითაც აქვთ ნათქვამი უარი, რომ საქართველოს არ შეაფასებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1763058767
ახალი ამბები„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა, ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს“ - მეუფე შიო
„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტი...































