საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს.

„მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) და პატრიარქის ქორეპისკოპს, მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე), რათა მას მისცემოდა მამობრივი დარიგება და ძმური შეგონება. საუბრისას არქიმანდრიტ ილიას მიუთითეს მის მიერ ცილისწამებლურ და სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, რაზედაც სინანულის გამოხატვის ნაცვლად, არქიმანდრიტმა ილიამ განაგრძო თავისი პოზიციის გამართლება.

საპატრიარქოდან გასვლის შემდეგ არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ მედიის წინაშე არაერთი მსგავსი განცხადება გააკეთა. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, საბოლოო დასკვნის მისაღებად, იქვე შედგა კომისიის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართეს, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, არქიმანდრიტ ილიასთვის (თოლორაია) მღვდელმოქმედების შეჩერების შუამდგომლობით, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762957860

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზედაც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ

არ არსებობს არცერთი მაჩვენებელი, რომელზეც შევთანხმდით ჩვენ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების დროს, რომელსაც ჩვენ ვარღვევთ ან მნიშვნელოვნად ვარღვევთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქ...

გიორგი ვოლსკი

1762957811

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: არც არასდროს შეწყვეტილა, არც ახლაა შეწყვეტილი და არც მომავალში შეწყდება ბავშვების ინსულინით უზრუნველყოფა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემა არ ყოფილა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ინსულინთან დაკავშირებით განვითარე...

მიხეილ სარჯველაძე

1762957393

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე: კარგი პირი უჩანს რეფორმის სრული მასშტაბით დაწყებას - ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ძალიან მაღალი დონის და შედეგზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ მოქალაქეებს

პირველადი ჯანდაცვის რგოლი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მაღალტექნოლოგიური კვლევა ან მაღალტექნოლოგიური ოპერაცია, ეს არის ყველაზე მეტად საჭირო და პირველივე საჭიროებისას მიცემული რჩევა მოქალაქისთვის,...

მიხეილ სარჯველაძე

1762956685

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე გაზრდილ ბიუჯეტზე: მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. შეუდარებლად უკეთესია დღეს ჯანდაცვა, ვიდრე ეს იყო, მაგალითად, 10 წლის წინ. ეს გაგრძელდება საბედნიეროდ, კიდევ უფრო გაზრდილი შესაძლებლობებით

მორიგი რეკორდი იხსნება ბევრი მიმართულებით. მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად მზარდი იყო ბიუჯეტი ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით და საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება, რომ მომდევნო წელსაც გვქონდეს კიდ...

მიხეილ სარჯველაძე

1762955420

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნა ინგლისურად ითარგმნება, რათა უცხოელებმა იცოდნენ, „ნაცოინალური მოძრაობის“ სახით ვისთან და რასთან აქვთ საქმე, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გა...

ირაკლი ქადაგიშვილი