შალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია

დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას.

„კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად პრესსპიკერმა, რომ პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში. საკუთარი პირით აღიარეს, რა დეზინფორმაციული, ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი. ესეც არის კიდევ ერთხელ დასტური, საკუთარი თავის მხილება და აჩვენებს, რომ ნაცვლად დიალოგისა, ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას, რაც ევროპული ღირებულებისგან გადახვევის კიდევ ერთი ნიშანია.

ქართველებს როგორც გვესმის და რისი თანაშემოქმედებიც ვართ, ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სხვისი ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც გვესმის ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელი არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს დაფუძნებული ევროპული ღირებულებები და ეს არის მთავარი პრობლემა ბრიუსელთან ურთიერთობებში.

„სინამდვილეში, ბრიუსელთან ურთიერთობებში მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ვთანხმდებით მთავარ ღირებულებებზე. „ჩვენი ღირებულება არის სუვერენიტეტის, ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა.

სამწუხაროდ, ოთხივე ღირებულებასთან დაკავშირებით ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ, არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება; არ აღიარებს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელების შესახებ; არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებზეც უნდა იყოს დაფუძნებული ევროპული ღირებულებები.

ამიტომ დღეს პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს, მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს რაღაც გზა-კვალი და არა, ქართველმა ხალხმა განსაზღვროს, რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762934659

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...

მარიამ ქვრივიშვილი

1762934136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს იმ გზაზე დგას, სადაც საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევის სურვილია

რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფ...

შალვა პაპუაშვილი

1762933729

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება

წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...

ლევან მაჭავარიანი

1762932392

ახალი ამბები

კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არარეგისტრირებული ყველის საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. აღნიშნულის შეს...

იმერული ყველი

1762930659

ახალი ამბები

სუსმა აღმოაჩინა იარაღის სამალავი, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იარაღის სამალავი აღმოაჩინა, საიდანაც სხვადასხვა სახის ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიო ავრცელებს. „...

 ასაფეთქებელი და საბრძოლო მასალა ამოიღო