შალვა პაპუაშვილი: პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ
„დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი.
„პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ.
დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი. სწრაფი ტემპით ჰბარდება წარსულს დრო, როდესაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ოფიციალური არხებით ავითარებდნენ ურთიერთობებს და დიპლომატის სამსახური და მოვალეობა მხოლოდ მასპინძელი, ან მესამე ქვეყნის ოფიციალური პირების ინტერესების წინაშე თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვა იყო.
დღევანდელი სამყარო სულ სხვაგვარ, კომპლექსურ და სწრაფად ცვალებად გამოწვევებს გვთავაზობს, როდესაც დიპლომატი, იმავდროულად, არის მომლაპარაკებელიც, ინფორმაციის შემკრებიც, ანალიტიკოსიც, პოლიტიკური აქტორიც და საჯარო პირიც, რომელსაც ქვეყნის ინტერესების დაცვა უკვე არა ერთ, ან ორ, არამედ მრავალ მიმართულებაზე ერთდროულად უხდება. დღევანდელ კოსმოპოლიტურ, გლობალიზებულ სამყაროში ეროვნულ ინტერესებს ზოგიერთები ანაქრონიზმად, წარსულის გადმონაშთად წარმოგვიჩენენ, რომელთა დაცვაც რეგრესთან და ჩამორჩენილობასთან შეიძლება იყოს ასოცირებული.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ვითარების და დროების მიუხედავად, დიპლომატი იყო, არის და უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის სამსახურის პრიზმიდან დაინახოს საერთო-საკაცობრიო ღირებულებები და ამოცანები. ამიტომაც, ქვეყნის გარეთ, დიპლომატი სახელმწიფოს ინტერესების დამცველია არა მხოლოდ მოწინააღმდეგეების წინაშე, არამედ პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობაშიც; საკუთარი ქვეყნის შიგნით კი - სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილად განწყობილ ჯგუფებთან, რომლებსაც, ხშირად, მოჩვენებითი გლობალური ტენდენციები უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე საკუთარი სამშობლოს თუნდაც მცირე მასშტაბის, ადგილობრივი მნიშვნელობის, მაგრამ, რეალური, სასიცოცხლო და გადამწყვეტი ინტერესები.
უნდა გავითავისოთ, რომ არ არსებობს მოხელე, რომელიც აბსტრაქტულ სახელმწიფოს და მის ინტერესებს წარმოადგენს, არამედ ყველა ჩვენგანის საქმიანობა ქართული საზოგადოების დინამიკური ცვლილების ანარკელია და ჩვენ სწორედ დინამიკურად განვითარებად ქართველ ხალხს წარმოვადგენთ მისი ინტერესებითა და მისწრაფებებით. ეს ინტერესები და მისწრაფებები კი, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, არჩევნებზე გამოიხატება, სადაც ქვეყნის მთავარი მიმართულებები განისაზღვრება.
ხალხი აძლევს მანდატს პარლამენტს, პარლამენტი განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, არჩეული მთავრობა კი მას რეალობად აქცევს. ხალხსა და დიპლომატს შორის ნებისმიერი სხვა კავშირის ძიება არღვევს დემოკრატიული მმართველობის პრინციპს და თვითნებურია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დიპლომატების ამოცანაა, რომ ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში.
„დღეს, როდესაც საინფორმაციო ომი ხშირად რეალურ ომებზე საშიშიცაა, დიპლომატებს ეკისრებათ ურთულესი მისია — სიმართლის დაცვა ტყუილის ხმაურის ფონზე. დიპლომატების ამოცანაა ინფორმაციის ქარტეხილებში სწორად წარმართონ ბრძოლა მოსაზრებების, აღქმებისა და ტენდენციების ჭიდილში. დიპლომატი, რომელსაც ეჭვი ეპარება თავისი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, თავისი სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელობასა და სისწორეში, ვერასოდეს ჩამოაყალიბებს საჭირო პოზიციას და ვერასოდეს მიიტანს დამაჯერებელ მოსაზრებას საჭირო სამიზნემდე.
ნურავინ იფიქრებს, რომ ქართველი დიპლომატების მუშაობის სირთულე ვინმეს არ ესმის ან სათანადოდ არ აფასებს. მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს პარლამენტს სრულად აქვს გააზრებული თქვენი ბრძოლა და სირთულეები. პარლამენტი თქვენს გვერდითაა და აფასებს თქვენს შრომას, ბრძოლასა და თავდადებას.
ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულებამ შეგვაძლებინა, დაგვეცვა მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და მიგვეღწია საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდისთვის.
ამ ჭიდილში ჩვენც - ხელისუფლებამ და დიპლომატებმა - უკვე კარგად გავიაზრეთ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩვენ მყარად უნდა ვიდგეთ ჩვენს პოზიციებზე, არ უნდა ავყვეთ ყალბ ემოციებს ან გარე ზეწოლას იმ ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, რომელიც შესაძლოა რთულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებებს მოჰყვებოდეს.
პრინციპულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოქნილები არ ვიქნებით. არამედ ნიშნავს იმას, რომ ყველა სიტუაციაში გვეცოდინება ვინ ვართ, რა არის ჩვენი ღირებულებები და საითკენ მივდივართ. ჩვენი გზა ძლიერი, დამოუკიდებელი, ევროპული, დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას გულისხმობს, ხოლო ჩვენი წარმატება პრინციპულ, პრაგმატულ, პატრიოტულ საგარეო პოლიტიკაზე გადის.
დიპლომატია არ არის ყველას დასაკმაყოფილებლად შექმნილი ინსტრუმენტი. მისი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ისეთი ხიდების მშენებლობით, რომლებიც ქვეყნის მშვიდობიან და წარმატებულ მომავალს უზრუნველყოფს.
საქართველოს პარლამენტის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ დიპლომატის დღეს და დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს წინაშე თქვენი თავდადებული, ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
1762948948
ახალი ამბებისაახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით...
1762947099
ახალი ამბებივეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხა...
1762945937
ახალი ამბებიპროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, გენე...
1762945814
ახალი ამბებიია ფარულავა: აშშ აქ საერთოდ არავის ენდობა ოპოზიციაში, არც იმ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილია
„ერთადერთი პრობლემა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ვერ ნახეს ადამიანი ვისაც დაელაპარაკებიან, ლიდერი არა ჰყავთ აქ, არავის ენდობიან საერთოდ“, - ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემ...
1762945267
საზოგადოებაპრემიერი: საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია
საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთ...




























