შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საფრანგეთის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპერატიულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.
1763109986
ახალი ამბებიარარატ მირზოიანი: სომხურ-ქართულ მეგობრობას შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, სტრატეგიული პარტნიორობით უნდა მოხდეს ურთიერთდაკავშირებადობის გაღრმავება
სომხურ-ქართული ტრადიციული მეგობრობა დიდი კავშირების შესაძლებლობას გვაძლევს, რასაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ჩვენს ურთიერთობებს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ქართველ...
1763107910
სპორტიშალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო უწყება - ქართველ ხალხთან ხიდების გადება სურს, თუ დაწვა, რადგან იმ ელჩის პირობებში, ვინც მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ეკლესიის მლანძღველს, რთულია ხიდების აგება
ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლი...
1763106518
ახალი ამბები„საგზაო დარღვევებზე ჯარიმები იზრდება“ - შს სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგ...
1763102076
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო...
1763100211
ახალი ამბებისომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. სომეხი დიპლომატი ქართველ კოლეგას შეხვდება. განიხილავენ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და რეგი...































