შინაგან საქმეთა სამინისტრომ დევნის ბრალდებით ალექსანდრე ელისაშვილი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი - ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.- ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

ალექსანდრე ელისაშვილი სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე

1736957008

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...

პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე

1736954634

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...

კომფლიქტი