შსს-მ უპრეცედენტო რაოდენობის - 926 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული უპრეცედენტო რაოდენობის - 926 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარს აღემატება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“ , „ჰეროინი“, „მეთადონი“, “მდმა“, „ალფა-პვპ“, „კეტამინი“, „კლეფედრონი“, „ბუპრენორფინი“, „ტრამადოლი“, „კოდეინი“, „დიაზეპამი“ და „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
„არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდნენ გენერალური პროკურატურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. ხოლო, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ ნადგურდება“, - წერია ინფორმაციაში.
1765270989
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თბილისი უკვე რამდენიმე წელია ზუსტად იმავეს ეუბნება ბრიუსელს, თუმც...
1765270939
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება
„10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“, - განაცხადა პარლამენტის...
1765270787
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონელები და ლიეტუველები გვსაყვედურობდნენ, ქართველი გლეხი ღვინოს რატომ ყიდის რუსეთშიო - აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში
„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც პირდაპირ აჩვენა, რომ უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა ინვესტირებული რუსეთის ეკონომიკაში ევროკავშირს. ეს ევროკავშირი ჩ...
1765268581
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტ...
1765266597
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ერთი ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა...


























