შსს: პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

„მიმდინარე წლის 12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი. ინფორმაციის მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

ფაქტის შემსწრე აქტივისტების – 1996 წელს დაბადებული გოჩა ბაშელიშვილისა და 1975 წელს დაბადებული რომან იაცენკოს გადმოცემით, ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის წინ განთავსებულ ერთ-ერთ კარავში, რა დროსაც, კარავს გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა ცეცხლი.

ცეცხლის ჩაქრობა მათივე ძალებით სწრაფადვე მოხერხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შესაბამისად, გამოკითხვის მიზნით, გოჩა ბაშელიშვილი და რომან იაცენკო, გადაყვანილ იქნენ პოლიციაში. ალკოტესტით გადამოწმების შედეგად, მათ ალკოჰოლური თრობა დაუდასტურდათ.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოკითხვის მიზნით, პოლიციის განყოფილებაში, ასევე გადაყვანილ იქნა ინციდენტის დროს ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი - დარეჯან ცხვიტარია.

მომხდარ ფაქტზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ადგილის დათვალიერების პროცესში, განხორციელდა ხანძრის შედეგად დაზიანებული კარვის ამოღება. ასევე, დამატებით უსაფრთხოების მიზნით, მოხდა მიმდებარე პერიმეტრის გათავისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773313514

საზოგადოება

ჯაბა ხუბუა: მარკეტა გრეგოროვას თურმე არაფერი სმენია, რომ ლიაკა ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხება რუბლი. თუ შეიტყობს, რომ სააკაშვილიც კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მას პირველად ესმის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან თანხებს იღებს. ხუბუა X-ზე წერს, რომ თუ ევროდეპუტატი იმი...

ჯაბა ხუბუა

1773312443

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა, რის შედეგადაც საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე

საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა რამდენიმე ასეული ჩვენი მოქალაქე, 4 ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან ომანიდან და საუდის არაბეთიდან, ამის შედეგად საქართველოში დ...

ირაკლი კობახიძე

1773311487

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა

„შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი“, - განაცხადა საქართვ...

ირაკლი კობახიძ

1773310972

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია 119 მილიონი დოლარით

გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 1 მლრდ 689 000 მლნ დოლარი, რაც 2024 შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1773310702

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი მშვიდობა

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა, საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა, მშვი...

ირაკლი კობახიძე