სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და მათი უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება, როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.
ამავე დროს, უწყვეტ რეჟიმში მოწმდება სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკები. მიმდინარე წელს ჩატარებულია 6 000 სახელმწიფო კონტროლი, გამოვლინდა 173 სამართალდარღვევა, რომელთა შორის ჭარბობს ვადაგასული სურსათის რეალიზაციის, ეტიკეტირების წესის დარღვევისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, საეჭვო სურსათის ან დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 15 01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
1763064176
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ
სულ რომ მონახონ გზა, რომ გარკვეული ადამიანების წრე დასაჯონ და მათზე გავრცელდეს სავიზო მოთხოვნები, ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც მათ სურთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო სა...
1763061985
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელს წერილობითაც აქვს ნათქვამი, რომ საქართველოს არ შეაფასებდნენ
იმდენად დიდი იყო ცდუნება, რომ ეს ანგარიში [ევროკომისიის გაფართოების ანგარიში] უნდა ყოფილიყო უარყოფითი, რომ მათ წერილობითაც აქვთ ნათქვამი უარი, რომ საქართველოს არ შეაფასებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმ...
1763058767
ახალი ამბები„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა, ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს“ - მეუფე შიო
„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტი...
1763057112
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და იმართებიან იმგვარად, რომ გამოგზავნილ ტექსტში სიტყვის ჩასწორების უფლებასაც კი არ აძლევენ
რადიკალური ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად თავიდან ბოლომდე იმართება გარედან და იმართებიან იმგვარად, რომ გამოგზავნილ ტექსტში სიტყვის ჩასწორების უფლებასაც კი არ აძლევენ, - განაცხადა საპარლამენტო...
1763053968
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ასეთია აგენტის მოცემულობა, როდესაც ხელს მოაწერ ყველაფერზე მერე გიწევს, რომ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი
მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ოპოზიცია და აქტივისტების ჯგუფები ბრიუსელიდან მიღებული დავალებებით მოქმედებენ, - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომა...































