სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტარ ბათუმი" (ს/კ 345682692).
შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა. ასევე დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი დარღვევების გამოსწორებამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.
სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები.
ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
1765264474
მსოფლიოილონ მასკი ბრიტანეთზე: მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია
მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია, - წერს ილონ მაკსი X-ზე. ასე სოციალური ქსელის მფლობელი დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიერ 15 წლის გოგოს გაუპატიურებას გამოეხმაურა. მასკმა გაა...
1765263667
საზოგადოება„ნეიტრალური საქართველო“: ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად
მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფ...
1765262107
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარე...
1765261840
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ო.კ. დააკავეს....
1765227418
ახალი ამბებიპაპუაშვილი: ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია და თუ არ უნდა, ამას ასე დაარქვას, მისი პრობლემაა, ეს იგივეა, ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ
„ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის საქმეს და მისი ქმედება იმ ადამიანის საქციელს შეადარა, რ...


























