სუსი: აქციების დროს დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, აქციების დროს დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
უწყება საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ გახდნენ „დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე“.
„ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას.
ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
1765818562
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს
გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა, ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა, ეს საკით...
1765816688
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს 16-17 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომების მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით მიმართავს. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, წერილთან ერთად...
1765814428
ახალი ამბებიპატრიარქის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა,- ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. „თბილისის წმ. სამების...
1765812712
ახალი ამბებიმცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია
მცხეთის გადასახვევთან ძლიერი ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ხანძარი პლასტმასის მაღაზიის სახურავზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
1765809297
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს არის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება ქართული კარგი მმართველობისა
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე „დღის ქრონიკაში“ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშს აფასებს, რისი მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობით საქართველოს მთავრობა ევ...



























