სუსი: ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაცია და აქტივობები განახორციელეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა ტიპის უკანონო აქტივობები განახორციელეს.

ასევე, უწყება განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

"კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებების შესახებ ცნობილი გუშინ, 27 იანვარს გახდა. 

სხვა სიახლეები:

🔵 ინტენსიური თოვის შედეგად ატიკის მაგისტრალზე ჩარჩენილი მძღოლი, კომპენსაციის სახით 10.000 ევროს ითხოვს

🔵 დათო ლიკლიკაძე: ვირუსს მაინც ვერ ვაკავებთ, ამიტომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება

🔵 "პირბადე არ გვინდა, დისტანცია არ გვინდა, ვაქცინა არ გვინდა!"- რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა

1713964104

საზოგადოება

„გათიშული ჰყავთ...“ - როგორია გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამას ზურა ყიფშიძეს 1 წელია, რაც არ ელაპარაკება. ასევე, როგორც გიორგის სოციალური ქსელიდან არის ცნობილი იგი სამკურნალოდ იმ...

გიორგი ყიფშიძე

1713961679

საინტერესო ამბები

როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

მამა საბა ჭიკაიძე სოციალურ ქსელში ხშირად მრევლის შეკითხვებს ვიდეომიმართვაში პასუხობს. ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე: არსებობს თუ არა „დამავოი“ (სული), რომელიც ნ...

მამა საბა ჭიკაიძე

1713960986

ახალი ამბები

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!“ - მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის...

მამუკა მდინარაძე