თეა წულუკიანი: მას ექნება წვდომა ექიმსა და ექთანზე საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს აღარ არის ის გარემო, რომელშიც ის, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმსახურებლად იმყოფებოდა
„მას ექნება წვდომა ექიმსა და ექთანზე საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს აღარ არის ის გარემო, რომელშიც ის, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმსახურებლად იმყოფებოდა“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება სულ ახლახან გავრცელებულ სიახლეს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში, ჩვენ ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრ რამეს ვფიქრობდეთ, შეიძლება მანამდეც გვქონოდა შეკითხვა არაერთ ჩვენგანს, თუ რატომ არ ხდება მკურნალობის დასრულება და მკურნალობა თუ დასრულებულია, მაშინ რატომ არ ხდება გადაყვანა, მაგრამ დღეს ყველაზე უპრიანი ის იქნება, რომ ვიხელმძღვანელოთ სწორედ იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის განცხადებით, რომელიც ადასტურებს, რომ მკურნალობა დასრულებულია, რომ პაციენტი, ამ შემთხვევაში მსჯავრდებული აღარ საჭიროებს სტაციონარში ყოფნას. აქედან გამომდინარე, ის უნდა გადავიდეს როგორც ყველა სხვა პატიმარი იდენტურ შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებაში. აი ეს არის მომხდარი, სულ ახლახან გახდა ამის შესახებ ცნობილი და რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების სისწორეში და დასაბუთებულობაში არავის ეჭვი არ გვეპარება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საერთოდ, როდესაც სამედიცინო დაწესებულებიდან პატიმარი ბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში, მას აღარ ეპყრობიან ისე, როგორც ავადმყოფს.
„ჩვენც, თავისუფლებაზე მყოფი პირები როდესაც ვართ ავად, გვექცევიან ცოტა უკეთესად, შეიძლება ჩვენს ნაკლსაც ოჯახის წევრები ვეღარ ხედავენ ხოლმე ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს და შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც გამოვჯანმრთელდებით, შემდეგ გვთხოვენ ყველაფერ იმას, რასაც მანამდე გვთხოვდნენ და ესეც მივიჩნიოთ ჩვენი რეჟიმის გამკაცრებად, მაგრამ რასაკვირველია სამედიცინო დაწესებულებაში ვითარება არის სხვა, ეს არის სამკურნალო გარემო და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ არის პატიმარი ექიმებისა და ექთნების გარემოცვაში. ის არის უსაფრთხოების ოფიცრების, ბადრაგებს რომ ეძახიან შეცდომით, უსაფრთხოების ოფიცრების გარემოცვაში. რა თქმა უნდა, მას ექნება წვდომა ექიმსა და ექთანზე საჭიროებისამებრ, მაგრამ ეს აღარ არის ის გარემო, რომელშიც ის, ჩემი სუბიექტური აზრით უკვე ძალიან დიდი ხანია დაუმსახურებლად იმყოფებოდა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა მიხეილ სააკაშვილისგან შიმშილობის ახალ სერიას.
თეა წულუკიანის თქმით, გააჩნია ის რა დავალებას მიიღებს გარედან.
„გარედანში იგულისხმება, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით მყოფი ძალები რა დავალებას შეაგზავნიან ციხეში და რა დავალებები შემოვა თვითონ რადიკალური ოპოზიციისთვის გარედან, თუმცა იმის რესურსი, რომ მიხეილ სააკაშვილის ან შიმშილობამ, ან რაიმე ტიპის რადიკალურმა პროტესტმა შეიძლება რაიმე ეფექტი მოიტანოს, ხელისუფლებაზე იქონიოს ის გავლენა, რაც ადრე ჰქონდა, ეს უნდა ვთქვათ ღიად, ეს რესურსი ნაკლებად არის იმიტომ, რომ ჩვენ ყველა შენიშვნა იყო თუ ახირება, კაპრიზი, პატიმრის გარდა, მისი ოჯახის წევრების და სხვადასხვა ევრო დეპუტატის, ვითომ ექსპერტის თუ ვითომ ექიმის, უცხოელების მათ შორის, გავითვალისწინეთ. ვინც მათ მიერვე იყო შემოყვანილი „ვივამედში“ თუ ქვეყანაში და ეს ეტაპი, მე მგონი, რომ უკვე ამოიწურა. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლების ნაწილში, ჩვენზე შთაბეჭდილებას უკვე დიდი ვერაფერი ვეღარ მოახდენს. რაც შეეხება მის თავს, მან მის თავს თვითონვე უნდა სცეს პატივი და მოუფრთხილდეს საკუთარ ჯანმრთელობას“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
1762968193
ახალი ამბებიკახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო. დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ, საუბარი ძირითადად...
1762968093
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. როგორც გა...
1762966692
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი გახარიაზე: რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული, საგამოძიებო კომისიაზე მან ეს უარყო და ძალიან ბინძურად ხელი შეაწმინდა პოლიციელებს
„რამდენჯერმე აქვს გამეორებული, რომ ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გასროლასთან დაკავშირებით იყო მისი გაცემული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომა...
1762964762
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს
პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით, საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს - მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება და ბუნებრივია, ეს დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელ...
1762961923
ახალი ამბებისაპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო არქიმანდრიტ ილიასთან (თოლორაია) დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნას აქვეყნებს. „მიმდინარე წლის 5 ნოემბერს არქიმანდრიტი ილია (თოლორაია), დაბარებული გახლდათ...































