თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე

ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე, ის, რომ ერთი - ვართ მართლები და მეორე, ვესაუბრებით საზოგადოებას იმის შესახებ, რაც სიმართლესთან არის შესაბამისობაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე ძალიან მარტივდება შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
„ბუნებრივია, არ და ვერ იქნება ჩვენს ინტერესებში ის, რომ დახურულ კარს მიღმა, კონსპირაციულად, ასეთ უსამართლო პროცესში მივიღოთ მონაწილეობა. პირიქით, სწორედ საზოგადოების ინფორმირებულობის, საზოგადოების ჩართულობის კვალდაკვალ ჩვენ გავდივართ ამ ძალიან რთულ გზაზე. შეიძლება ითქვას, ბეწვის ხიდზეც კი გარკვეულ კონტექსტში.
საბედნიეროდ, ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ძალიან კარგად ესმის. ამის შესანიშნავი მაგალითი და დემონსტრაცია იყო თუნდაც, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა, რამაც გადააჭარბა მილიონ 120 ათასი ამომრჩევლის ხმას, რომელიც დაფიქსირდა. ასე, რომ ჩვენ, ბუნებრივია, ამ კურსს ვაგრძელებთ.
ისევ ჩვენი სიმართლით ველაპარაკებით ყველას, იქნება ეს ევროპული ბიუროკრატია თუსხვა ძალები. საზოგადოებასთან ერთად მზად ვართ, რომ მივიღოთ ნებისმიერი ის გამოწვევა, რომელიც შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე, რომ აქ რაც არ უნდა გეგმები ისახებოდეს რადიკალების მიერ, მათი გარე პატრონების ხელშეწყობით და მათ მიერ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმ პირობებში, როდესაც ჩვენ პირნათელი ვართ საზოგადოების წინაშე, სამშობლოს წინაშე, ბუნებრივია, გვაქვს აბსოლუტურად ოპტიმისტური განწყობა. სიმართლე აუცილებლად თავის გზას და კვალს იპოვის“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
1752943772
მსოფლიოალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...
1752941630
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...
1752939877
ახალი ამბებიგიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში
დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...
1752936586
მსოფლიოპრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...
1752934927
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: 31 აგვისტო იქნება თუ სხვა თარიღი, იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნების“ ეროვნული ხელისუფლებაა ქვეყნის მართვის სადავეებთან, არავითარი კომპრომისი არ იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც არის კავშირში ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღესთან
პირდაპირ არის დაფუძნებული ვიღაცის სურვილებზე, ვიღაცის გემოვნებაზე, რომ როგორც უნდათ ამ ბუნდოვანი კრიტერიუმების საფუძველზე დაიწყონ შანტაჟი იმ ხელისუფლებისა, რომელიც არ არის მათი დავალებების შემსრულებე...