ცესკო ეხმიანება საკონსულტაციო ჯგუფის მიმართ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას

გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობაზეც. ჯგუფი საარჩევნო რეფორმის ფარგლებში დაკომპლექტდა არასამთავრობო სექტორის მიერ, ხოლო ცესკომ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში მას აღმოუჩინა ყოველგვარი მხარდაჭერა. საარჩევნო პროცესების დაზიანების მიზნით შექმნის დღიდან, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები დაკავებული არიან ხსენებული ჯგუფის წევრების მიზანმიმართული დისკრედიტაციით, რაც სავარაუდოდ გახდა რამდენიმე წევრის მიერ ჯგუფის დატოვების მიზეზი. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაცია დამკვირვებლად, საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ნორმის დაცვით დარეგისტრირდა

„მანიპულაციის საგანი გახდა აგრეთვე, დამკვირვებელ ორგანიზაციად ბელარუსის საარჩევნო ადმინისტრაციის რეგისტრაციის საკითხიც, იმაზე აპელირებით, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული რეგისტრაცია. ცესკო მოქმედებს კანონმდებლობის დაცვით - ბელორუსის ცესკო ერთ-ერთ სხდომაზე დარეგისტრირდა კომისიის ჩვიდმეტივე წევრის მხარდაჭერით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით მსჯელობა ცესკოს პრეროგატივას არ წარმოადგენს.

ბელორუსის საარჩევნო ადმინისტრაცია არის არაერთი შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. საქართველოში არჩევნებს სადამკვირვებლო მისიის სტატუსით აკვირდება 2010 წლიდან.
ამ დროისთვის ცესკოში 14 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია არის დარეგისტრირებული და ყველა მათგანის რეგისტრაციას ცესკომ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი.

ცესკოს კვლავაც, ყველა საჯარო განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა იყოს უზუსტო ან მიზანმიმართული სიცრუე, ექნება სათანადო რეაგირება და საზოგადოებას რეგულარულად მიეწოდება ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები