ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი

„თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა.

ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი.

„მე მგონი ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი. მე პირადად მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წვერებს, თუ როგორ ხედავენ ისინი ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს.

„აქედან გამომდინარე მე რა შეკითხვა მაქვს თქვენთან. ჩემი აზრით, ამ ფორმატმა გააკეთა იმისი დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის. მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან დაკანონებას? ძალიან მიხარია, რომ აპირებთ შემოიაროთ სრულიად საქართველო, მეც პირადად ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს. იმის შემდეგ, რაც შემოივლით სრულიად საქართველოს, მე როგორც მახსოვს, დასკვნითი ღონისძიება იქნება თბილისში. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი ახალგაზრდებთან და თუ ფიქრობთ, აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებას, როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, გრძელვადიან ფორმატს, იმას, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, აღმოვფხვრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში“, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779606697

ახალი ამბები

ცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ცოტნე სორდია სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. ქართველმა კარატისტმა ცოტნე სორდიამ(60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩრდ...

ცოტნე სორდია

1779604766

ახალი ამბები

იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 15 ძაღლი ჰიპერპოპულაციის მართვის ეკიპაჟებმა თერჯოლაში გადაიყვანეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცხოველთა მოყვარულებთან აქტიური მუშაობის შედეგად, მარტვილის მუნიციპალიტეტიდან იმერეთის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში დაავადება ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი 42 ძაღლიდა...

ცოფზე დაკვირვების მიზნით მყოფი

1779602955

მსოფლიო

თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლა იყო

23 მაისის საღამოს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. სროლის შედეგად თავდამსხმელი დაიღუპა და ერთი გამვლელი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც...

თეთრი სახლი

1779602535

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

წვიმიანი ამინდი

1779569486

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელწერა უპირველესად არის ის, რომ სახელმწიფოს ეპიცენტრში არის ადამიანი, როგორც ღირსება დაცული - ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები

 „ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევაჩეროთ სიძულვილის კამპანიები, ეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომ...

თორნიკე ჭეიშვილი