ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები და ვეტერანები 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის თანამშრომლები, ვეტერანები, მწუხარებას გამოხატავენ საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპული თურქი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს, სამსახურის პარტნიორ ორგანიზაციას - თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს - TIKA-ს და მთელ თურქ ერს“, - აღნიშნულია მარიამ ქვრივიშვილის სამძიმრის ტექსტში.

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და დაახლოებით 5 კმ-ში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში განიცადა კატასტროფა. თურქული სამხედრო C-130 ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, ამ დროისთვის ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762948948

ახალი ამბები

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მოწყობა მიმდინარეობს. დაგეგმილი სამონტაჟო სამუშაოების გამო, მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე 13 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით...

საახალწლო განათებების მონტაჟი

1762948208

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: პროფესიულ დღეს გილოცავთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს ერთგულად იცავთ

„დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს”, - ამის შესახებ საქართველოს პარ...

შალვა პაპუაშვილი

1762945937

ახალი ამბები

პროკურატურამ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადება, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, გენე...

სადსდ

1762945814

ახალი ამბები

ია ფარულავა: აშშ აქ საერთოდ არავის ენდობა ოპოზიციაში, არც იმ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურების ჩანერგილია

„ერთადერთი პრობლემა აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ვერ ნახეს ადამიანი ვისაც დაელაპარაკებიან, ლიდერი არა ჰყავთ აქ, არავის ენდობიან საერთოდ“, - ამის შესახებ მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ გადაცემ...

საზოგადოება

1762945267

საზოგადოება

პრემიერი: საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთ...

ირაკლი კობახიძე