„ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“ - ამირან გოგიტიძე

„ჯანდაცვის სამინისტრო სრულად უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო რეჟიმში, ყველა პაციენტთან მივდივართ და ვაკმაყოფილებთ იმ სამედიცინო საჭიროებებს, რაც უდგას ჩვენს მოსახლეობას“, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა.

ამირან გოგიტიძის განმარტებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა არცერთი მოქალაქე არ დარჩეს სამედიცინო მომსახურების გარეშე.

„მოხდა სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟების დამატება ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მობილიზდა მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. ასევე, მობილიზებულია მაღალი გამავლობის რეანიმობილები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმისათვის, რომ მოხდეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადაყვანა შესაბამისი სამედიცინო სერვისის მქონე დაწესებულებებში. ჩამოვიყვანეთ პარამედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობენ და პირველადი გადაუდებელი დახმარების სერვისსა და მედიკამენტებს აწვდიან მოსახლეობას“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის მედიკამენტების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოფილი იყოს.

„რეგიონში მობილიზებულია ოჯახისა და სოფლის ექიმები, რომლებიც სოფლად მყოფ მოსახლეობას აწვდიან პირველადი სამედიცინო დახმარების სერვისს. შეძლებისდაგვარად მიდიან სოფლად მყოფ თითოეულ მოსახლემდე, უწევენ სატელეფონო კონსულტაციას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა ფარმაცევტული კომპანიების მობილიზება, რათა მოსახლეობისთვის უწყვეტად მოხდეს მედიკამენტების მიწოდება“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებისა ცენტრის უფროსის მოადგილემ.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740654573

მსოფლიო

The Washington Post: შესაძლოა, 2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15 მილიონამდე შემცირდეს

უკრაინის მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და მომავალში, ომის წარმოების უნარ...

უკრაინის მოსახლეობა

1740654045

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს

მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...

ირაკლი კობახიძე

1740653987

საზოგადოება

პრემიერი: გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში

განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, - ამის შესახებ პრემ...

ირაკლი კობახიძე

1740653023

საქართველო

ირაკლი კობახიძე: NED-ის ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის

„დემოკრატიის ეროვნულ ფონდის“ ხაზით ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე აქტივობები ფინანსდებოდა, რაც ნაკლები იქნება ამ მიმართულებით წამოსული დაფინანსება, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1740652202

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას გაეცნო. მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრს ირაკლი...

 მიხეილ ყაველაშვილი