ზარქუა საფრანგეთის ელჩის „ენჯეოების“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე: დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები?

საფრანგეთის ელჩის საიდუმლო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გარკვეულ კითხვებს ბადებს მმართველ პარტიაში. თემაზე კომენტარი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

„ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ... მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ? იმედი მაქვს, არც ერთია და არც მეორე და ამას უბრალოდ გაუგებრობა დავარქვათ. ჯობია, შეხვდე გახსნილად, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები? ბუნებრივია, აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალში ყველა ელჩი თავის დიპლომატიურ მისწრაფებებში დარჩება“, - განაცხადა ზარქუამ.

საფრანგეთის ახალი ელჩი 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკუთარ სახლში შეხვდა და შეხვედრის შესახებ მხარეებისგან არაფერი თქმულა. „ქრონიკამ“ საფრანგეთის ელჩს „ენჯეოებთან“ ფარული შეხვედრის შესახებ კითხვით მიმართა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762891621

საზოგადოება

კახა კალაძე: ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას

თბილისის მერი კახა კალაძე თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი გზავნილი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო - თურქულ...

კახა კალაძე

1762890582

საზოგადოება

გივი მიქანაძე: რადიკალური ჯგუფები მიზანმიმართულად აწარმოებენ ცრუ კამპანიას თითქოს, რაღაც ნებართვები არის რეპეტიტორობის საქმიანობისთვის საჭირო, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ეს არანაირი ნებართვის გაცემასა და შეზღუდვას არ ექვემდებარება

„არის შექმნილი ტრენინგ ცენტრები, სადაც რიგი მასწავლებლებისა ოფიციალურად არის დასაქმებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე და ამ ფორმით დამატებით ამეცადინებენ აბიტურიენტებს – ასეთ შემთხვევაში თანხ...

გივი მიქანაძე

1762884892

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო მიუსამძიმრა. პრემიერ-მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს ტელე...

ირაკლი კობახიძე

1762881688

სპორტი

დუდა სანაძე კარიერას „პალმერ მალიორკაში“ გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის კლუბ „პალმერ მალიორკაში“ გააგრძელებს. 33 წლის მოთამაშე კვიპროსულ „ანორთოსისთან“ სეზონის დასრულების შემდეგ უგუ...

 დუდა სანაძე

1762880592

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ უკიდურესად დაგვამწუხრა და რა თქმა უნდა, უმძიმეს წუთებში თურქი ხალხის გვერდით ვართ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვიზიარებთ თქვენ...

მიხეილ ყაველაშვილი