ზაზა დობორჯგინიძე: ახლა, როცა უკვე შეუძლებელი გახდა რეალობის იგნორირება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ქცევის ფონზე, ბაბლშიც კი ალაპარაკდა ხალხი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე

იმის ფონზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ნატო არ გაფართოვდება და უკრაინა მარცხდება, და არა მხოლოდ ამბობს, არამედ ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტშია ეს აღბეჭდილი, იქნებ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მოაზროვნე ნაწილმა მაინც რეტროსპექტულად შეაფასოთ ბოლო 1 წელი, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.

დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ ახლა, როცა შეუძლებელი გახდა რეალობის იგნორირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევის ფონზე, ბაბლშიც კი ალაპარაკდა ხალხი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკაში ათით ნული მოიგო.

„უკრაინის ომის დაწყების დღიდან ოცნების ფსონი იყო ასეთი: რუსეთი გაიმარჯვებს, უკრაინას ცუდი ბედი ელის და მხოლოდ დასავლეთზე ჩამოკიდება და ნატო ნატოს ყვირილი უკვე სახიფათოა ჩვენთვის. შესაბამისად 1) პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან 2) სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. რა იყო ოპოზიციის ფსონი მთელ ამ პერიოდში? ოთხი წელი ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი მარცხდება, სანქციები დაშლის, და რომ გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა და დროზე უნდა დავაჩქაროთ ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ახლა, როცა უკვე შეუძლებელი გახდა რეალობის იგნორირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ქცევის ფონზე, ბაბლშიც კი ალაპარაკდა ხალხი მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა რანაირი მულტივექტორულობაა, როცა დასავლეთთან დაპირისპირებაში ვართ და სრულად მეორე პოლუსზე მოვექეცითო. ცხადია დასავლეთის სრულად გადამტერებაც არაა კარგი აზრი და ოცნება ვფიქრობ რომ ზედმეტად შევიდა კონფრონტაციაში. თუმცა ამას აბალანსებენ იმით, რომ აღრმავებენ ურთიერთობას დასავლეთის მოკავშირე რეგიონულ აქტორებთან, ისრაელთან და ემირატებთან, საუდის არაბეთის დაინტერესებასაც ცდილობენ, ხოლო ევროპაში ჰყავთ მოკავშირეები უნგრეთის და სლოვაკეთის სახით, რომლებიც იმავე პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბიძინა, მაგრამ არიან ნატოს და ევროკავშირის წევრები და ოცნება იყენებს მათ ფარად სანქციებისგან. შავი ზღვის კაბელის პროექტს ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა და ამ და მსგავსი პროექტების კონტექსტში გაგრძელდება ევროკავშირთან ურთიერთობაც, მიუხედავად იმისა, რომ გაწევრიანების საკითხი დაპაუზებულია.

ქოცებმა საგარეო პოლიტიკაში მოიგეს ათით ნული, მათი ფსონი იყო სწორი, ოპოზიციის მცდარი და რეტროსპექტული მაინც ეს ნათელია, თუმცა 2024 წლის ოქტომბერშიც ეს ყველაფერი იყო განჭვრეტადი, რა მომენტშიც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ვიცოდი, რომ ბოიკოტი დაღუპავდა ოპოზიციას და ოცნება ისარგებლებდა სიტუაციით და ავტორიტარიზმის დამყარებას ეცდებოდა, სამწუხაროდ ოპოზიცია აღმოჩნდა დეგენერატი და მადამ დე არალეგიტიმურის ბოდვების, ბაბლის ბულინგის შიშით თუ რასა იუკნევიჩიენეს იმედად, ბოიკოტი გამოაცხადა და ისედაც ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ოცნებას ავტორიტარიზმის დამყარების საშუალება მისცა და ჩაიტარა ჰარაკირი, ნაცვლად იმისა, რომ კოჭლი დემოკრატია მაინც შეგვენარჩუნებინა,“- წერს დობორჯგინიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765295341

ახალი ამბები

პარლამენტმა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას. როგორც მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ...

ალექსანდრე დარახველიძე

1765293439

ახალი ამბები

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით. საელჩ...

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

1765290649

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: ბრიუსელი უნდა შეიცვალოს, უნდა დაუბრუნდეს ღირებულებებს, რის გამოც გვიყვარდა. ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი საქართველოსთანაც, ამერიკასთანაც და სხვა აქტორებთანაც ცივილური ურთიერთობის აღდგენა

„სწორედ ეს ორგანიზაცია ახალისებდა მთელი ამ წლების განმავლობაში - ზოგჯერ დუმილით და ზოგჯერ აქტიური პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერით ძალადობას და რადიკალიზაციას. ამიტომ, მოლოდინი არ გვაქვს, რომ ისინი...

ლევან მახაშვილი

1765290091

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო იქნება. ეკონომიკურმა ზრდამ, რომელიც ბიუჯეტზე დადებითად აისახა, შესაძლებელი გახადა სწავლის დაფინანსების ეს...

მარიამ ლაშხი

1765288514

საზოგადოება

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამ...

პროკურატურის შენობა