მსოფლიოში საწვავის ფასი მკვეთრად ეცემა - აისახება თუ არა ფასების კლება საქართველოზე?

მსოფლიოში საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნა საქართველოშიც აისახა. საწვავის ფასის კორექტირებაზე გავლენა ეკონომიკის ექსპერტების მტკიცებით საგარეო ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის გამყარებამაც იქონია.

ბენზინსა და დიზელზე ფასის კლებამ სავარაუდოდ სხვა პროდუქტების საფასურიც უნდა შეამციროს. პარალელურ რეჟიმში კი კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასებთან დაკავშირებით მოკვლევას განაგრძობს. მთავრობას აინტერესებს, რამდენად იყო შესაძლებელი იმპორტიორებს საწვავზე ფასი ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში დაეწიათ.

შემცირების ტენდენცია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომდევნო თვეშიც გაგრძელდება. აგვისტოს დასაწყისთან შედარებით, სექტემბრის ბოლოს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების შემცირებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შედეგია.

განსხვავებული ვითარება იყო უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რასაც გლობალურად ნავთობის ფასების რეკორდული ზრდა მოყვა. ეს ვითარება საქართველოში საწვავის ფასებზეც აისახა, თუმცა აპრილიდან ბენზინის ღირებულება დასტაბილურდა, რასაც ბოლო თვეებში საწვავის ფასების მნიშვნელოვანი შემცირება მოჰყვა. მომხმარებლები გაიაფებით კმაყოფილები არიან, თუმცა აცხადებენ, რომ საწვავი კვლავ ძვირი ღირს.

სექტემბრის მონაცემებით საქართველოში საწვავის 40% რუსეთიდან შემოვიდა, დაახლოებით 30% რუმინეთიდან. ჩვენ ქვეყანაში საწვავი შემოდის ასევე ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან და მცირე ნაწილი თურქმენეთიდან. რეგიონში არსებული რისკების გათვალისწინებით, ექსპერტების მოსაზრებით ახლა მთავარი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა.

აგვისტოს თვეში მნიშვნელოვნად შემცირდა ბენზინის წვლილი წლიურ ინფლაციაში, რაც ბუნებრივია, აისახება სხვა პროდუქტების თუ მომსახურების ფასების შემცირებაზე. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საგარეო და შიდა ფაქტორები საწვავის გარდა სხვა პროდუქტებზე ფასების შემცირებას განაპირობებს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო საწვავის ფასის მოკვლევასთან დაკავშირებით შედეგებს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს დადებს. სააგენტომ უნდა გასცეს კითხვებზე პასუხი, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება, ვალუტის კურსის გამყარება და საწვავის იმპორტის გაიაფება რატომ არ აისახა ადგილობრივ ბაზარზე აგვისტომდე, ანუ იქამდე, ვიდრე ფასების კლების ტენდენცია დაიწყებოდა.

წყარო:რუსთავი2

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ახლა კი ვარ ფრანკფურტის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს "ჰაუსქიფინგის სუპერვაიზერი", მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორ შემიგროვებია ჯართი ბებოსთან ერთად, როგორ მიზიდია მასთან ერთად ტყიდან შეშა, როგორ ვყოფილვარ ზოგჯერ მშიერი - ემიგრანტი გერმანიიდან

🔵რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"აბაა, ეხლა რაზე აპირებთ რომ დამცინოთ? ნულიდან დაწყებული გზა მექსიკიდან ამერიკამდე... გამოცდილების არ გაზიარება იმ ხალხისთვის ვინც გზას ადგას უკვე მოდის მექსიკით, შეცდომა იქნება ჩემი მხრიდან" - აშში მექსიკიდან ჩასული ემიგრანტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები