საქართველოს ავიაინდუსტრიაში კადრების დეფიციტია - AK Air Georgia

“საქართველოს ავიაინდუსტრიაში კადრების დეფიციტის პრობლემა არის, მით უმეტეს, იმ ტიპის ხომალდებზე, რომლითაც AK Air Georgia ოპერირებს,” - ამის შესახებ ავიაკომპანიის ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა მენეჯერმა ირინა მღებრიშვილმა BMG DRIVE-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია E-410-ის და კომპანია Embraer-ის წარმოებული საჰაერო ხომალდების ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალზე.

"საბჭოთა ეპოქის შემდეგ, E-410-ის საჰაერო ხომალდი საქართველოში არ ყოფილა და 2014 წელს ჩვენ შემოვიყვანეთ. “ემბრაერებიც” 1990-იან წლებში იყო და მათ შემდეგ ოპერირება შეწყვიტეს... ჩვენ 1998 წელს შემოვიყვანეთ. ამ ტიპის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის დეფიციტის შესავსებად, ვიყენებთ უკრაინელ ავიაინჟინრებს, რომელთაც საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვთ; ასევე ხომალის და ძრავების მწარმოებლებს. უკვე 4 წელია, ისინი აქ არიან, საქართველოში და გადასახადებს იხდიან. ამ ეტაპზე ხუთი უკრაინელი ინჟინერი გვყავს. “ემბრაერის" ტიპის თვითმფრინავებს სრულად ქართველები მართავენ. ისინი ევროპაში გავგზავნეთ, სადაც მოკლე კურსი გაიარეს, რადგან თავად სპეციალისტები იყვნენ და მხოლოდ კონკრეტულ ტიპის ხომალდის მართვის მიმართულებით გადამზადდნენ", - განაცხადა ირინა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ევროპული რეგულაციების თვალსაზრისით, ინდუსტრიას ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სერიოზული გამოწვევის წინაშეა.

“საავიაციო უნივერსიტეტი ზოგადი კვალიფიკაციის ტექნიკოსებსაც და პილოტებსაც უშვებს, შემდეგ საჭიროა დრო... ავიაციის სფეროში დასაქმებულმა ყოველ წელს საკვალიფიკაციო გამოცდები უნდა ჩააბაროს და ა.შ.  შესაბამისად, მივდვართ იქამდე, რომ პროფესიული პირველადი განათლებაც თავიდან უნდა იქნას შესწავლილი,” - ამბობს ირინა მღებრიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საბერძნეთში დამანგრეველი ხანძარი მძვინვარებს - ვითარება სტიქიის ზონიდან

🔵"ევროპა არის ის, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს" - უცნობი

🔵"ინფორმაცია, თითქოს კორპუსს არ გააჩნია საკანალიზაციო ქსელი სიცრუეა" - ხობის მერია განცხადებას ავრცელებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები