უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა საქართველოში 206.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2021 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 206.7 მლნ აშშ დოლარი (649.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (25.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.4% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.

გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა რუსეთის ფედერაციიდან – 36,25 მლნ დოლარი, იტალიიდან – 33,05 მლნ დოლარი, აშშ-დან – 23,71 მლნ დოლარი, ​საბერძნეთიდან – 19,18 მლნ დოლარი, ისრაელიდან – 15,28 მლნ დოლარი.

ამასთან, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.3 მლნ აშშ დოლარი (95.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ოქტომბრის (23.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.9%-ით მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდ სერტიფიკატს აღიარებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი