ემიგრაცია: „ანორექსიის პირას მისულს, ოჯახი მიხვდა რომ კვება მჭირდებოდა და ვიტამინები თავისით მიყიდა“

იტალიაში მყოფი ემიგრანტი, საემიგრაციო ჯგუფში პატარა ისტორიას აქვეყნებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით, ახლა უნდა დავწერო ჩვენი მარჯვე ქართველების ამბავი.

5 წლის წინ როდესაც ჩამოვედი 5 თვე ვიჯექი უმუშევარი და როგორც იქნა მეღირსა და 5 თვის შემდეგ გამოჩნდა სამსახური რაშიც გადავიხადე 500 ევრო და შევედი, სამ "პერსონასთან" ბებია და ცოლ-ქმარი იყო. ნუ იმ ოჯახში რა გამოვიარე მაგას არ ვიტყვი, უფრო გასაგები რომ იყოს ვიტყვი რომ ანორექსიის პირას მისულს ოჯახი მიხვდა რომ კვება მჭირდებოდა და ვიტამინები თავისით მიყიდა. 3 თვის შემდეგ ბებო დაიღუპა და დავრჩი იმ ოჯახში "კოლფად". ნუ გადახდაზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ ყველაფერს უსაბუთოსაც კი კანონით მიხდიდნენ და როდესაც საბუთი გავაკეთე მაშინაც ნუ როგორც იქნა გახდა ისეთი სამსახური მტერსაც რომ შეშურდებოდა და (ვითომ მოყვარეებსაც შურდათ).

4 წლის შემდეგ ცა მოწმენდილზე "ბრახ" და ჩავარდა ბაბუა ლოგინად და მომიწია სამსახურის დატოვება, რადგან მამაკაცთან ვერ ვიმუშავებ და ახლა აქ არ გამომიხტეთ!  ბაბუასთან ვერ ვიმუშავებ და მორჩა! 

ახლა მეორე მხარე, 5 ხუთი წლის მანძილზე ვინც მიცნობს ყველამ იცის, ყველას ბებია მე ვიყავი სამსახურებს რომ ვაძლევდი თან დავყვებოდი კონტრაქტების დადებასაც კი ვესწრებოდი რომ არაფერი დაეკლოთ თუ ნაცნობებში არავინ მყავდა პიაცაზე ვეძებდი ხოლმე ხალხს ნუ ვინც მიცნობს ყველამ იცის ომში ვიყავი ჩართული თუ ვინმეს ფულს არ უხდიდნენ ჩემი იტალიელი ადვოკატი ფეხზე მეყენა.

ახლა მესამე -  13 სექტემბერს დავრჩი უმუშევარი და იცით რა ხდება? ენიანი, საბუთიანი და უამრავი რეკომენდაციის მქონეს სამსახური არ გამომიჩნდა!!! იცით რატომ? მე ვისაც სამსახურებს ვაძლევდი ისინი სხვებს სამსახურებს იცით რატომ იმიტომ რომ ფულს მისცემენ იციან. 

ჰოი საოცრებავ "შენ სამსახურს არ მოგცემენ რადგან შენ არ ყიდი სამსახურებს და არც ფულს გადაიხდიო" აი მაშინ ვჭამე რომ ასეთ დამპალ ქართველებს ფულებს არ ვართმევდი სამსახურებში და კიდევ სამსახურში 500 ევროც გადავიხადე და 150 ევრო ვინც სამსახური მითხრა იმასაც ვაჩუქე! 

რას ვითხოვ თქვენგან? არ ვიცი უბრალოდ ვიცი რომ ძალიან მრცხვენია მსგავსი ადამიანების გამო და ვიცი რომ ცხოვრება ბუმერანგია და ისიც ვიცი რომ ჩემი სიკეთე ჩემს შვილებს აუცილებლად სიკეთით დაუბრუნდება მე კი ისევ 5 თვის შემდეგ სამსახურს ვეძებ საბუთიანი ენიანი და რეკომენდაციის წერილებით. მადლობა. ნახვამდის." - წერს ემიგრანტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 2023 წლის მაისიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის წესები იცვლება

📌 სიახლე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით

📌 რა ტიპის პროცედურაა "აზილო პოლიტიკოს"/ დაცვის აღიარების განმხილველი კომისიის სხდომა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები