“თინეიჯერი წამოვედი ევროპაში სასწავლებლად ორი ჩემოდნით, დღემდე აქ ვარ და არ ვაპირებ აქედან არსად წასვლას“ - გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი და მუსიკოსი

"ევროპა და ამერიკიდან გამოგზავნილი ფულით (გინდ ემიგრანტების, გინდ სახელწიფოების დახმარება) არსებობს ასიათასობით ადამიანი და ივსება ბიუჯეტი საქართველოში!" - ფეისბუკ მომხმარებელი Le van House, რომელიც გერმანიაში მცხოვრები ექიმი და მუსიკოსია, საქართველოსა და ევროკავშირის თემას ეხმიანება:

"თინეიჯერი წამოვედი ევროპაში სასწავლებლად ორი ჩემოდნით. დღემდე აქ ვარ და არ ვაპირებ აქედან არსად წასვლას.

რატომ?

იმიტომ, რომ:

- აქ ქვეყანა მე ყველა ეტაპზე ზურგს მიმაგრებს;

- სწავლის დროს სტიპენდია დამენიშნა, პროფესორმა ასისტენტად ამიყვანა ხელფასით (რომ ნახა, რომ მის სემინარზე სამსახურის მერე დაღლილი ვიჯექი) და თან უამრავი შეღავათი მქონდა;

- შედეგი: ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ;

- ყოველთვის მქონდა სამსახური და თუ არ მქონდა, ჩემი ბრალი იყო;

- ევროპა დიდი ოჯახია - გერმანიიდან იტალიაში ისე გადავცხოვრდი სასწავლებლად, თითქოს მეზობელ ქუჩაზე გადავსულიყავი;

- სამედიცინო დაზღვევა მიხდის აბსოლუტურად ყველაფერს (გარდა ესთეტიკური მედიცინისა, ამასაც გააჩნია);

- “საქმის ჩაწყობა” - არც კი ითარგმნება გერმანულად (თუმცა კორუფცია რაღაც დონეზე არის, ბუნებრივია);

- არც “საქმის გარჩევა”;

- არც “ბოზი მამიდა”;

- არც “ჩემი დედა შევე@ი”;

- სტუდენტობისას ძვირი ტელეფონი თუ ტანსაცმელი მართლა გოიმობად ითვლებოდა;

- არავის აინტერესებს ვინაა მამაშენი და რა უბანში ცხოვრობ;

- ისაა უფრო ჭკვიანი, ვინც ნაკლები გადაიხადა რაღაცაში და არა ბეეევრი;

- თანასწორობა დაცულია კანონით;

- ჩემი ქალაქი პარკებითაა სავსე;

- საკვები იაფია;

- უამრავი სოციალური პროექტია უსახლკაროთათვის:

და ყველაზე მთავარი: აქ პენსიონრებს ყველაზე ფერადად აცვიათ!

არ დაგვავიწყდეს: ევროპა და ამერიკიდან გამოგზავნილი ფულით (გინდ ემიგრანტების, გინდ სახელწიფოების დახმარება) არსებობს ასიათასობით ადამიანი და ივსება ბიუჯეტი საქართველოში!!!

რა თქმა უნდა, იდეალური არც ევროპაა და საერთოდ არაფერი ადამიანური, მაგრამ უპირატესობა, პლუსი ევროპას უდავოდ ბევრი აქვს.

მე აქ ხელახლა დავიბადე და გავიცანი ჩემი თავი.

ახლა თქვენი ჯერია, თქვენი არჩევანის!"

წყარო 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები