"11 თვის ბავშვი მუხლებზე იდგა და გარდაცვლილ დედას ეხვეოდა" - პოლიციელის ჩვენება, რომელმაც კაროლაინის ბავშვი ხელში აიყვანა

ემოციური და ამაღელვებელია პოლიციელის ჩვენება, რომელიც პირველად შევიდა გლიკა ნერაში ძალადობრივი დანაშაულის ადგილზე და ხელში 20 წლის კაროლაინის ბავშვი აიყვანა.

როგორც პოლიციელი, ხრისტოს ვარდიკოსი იხსენებს, განთიადის საათები იყო, როდესაც პოლიციის განყოფილებაში ზარი შევიდა დახმარების თხოვნით. ისინი მაშინვე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. სახლში შესვლისას მათ მოკლული და ჩამოკიდებული ძაღლი აღმოაჩინეს და მაშინ მიხვდნენ, რომ აქ რაღაც უჩვეულო და გაცილებით სერიოზული დანაშაული იყო მომხდარი. როდესაც სხვენზე ავიდნენ,  შემზარავი სანახაობა დახვდათ, 11 თვის ბავშვი საწოლზე, მუხლებით, იჯდა და გარდაცვლილ დედას ეხვეოდა. 

„ეს არის კადრი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, ჩემი გულის ნატეხი იმ ოთახში დარჩება. ბავშვს მხოლოდ პამპერსი ეცვა, ხელში ავიყვანე და  პლედი მოვახვიე გასათბობად... ასე მყავდა ჩახუტებული, დაახლოებით ნახევარი საათი, სანამ მისი ბებია, ბაბუა და სხვა ნათესავები არ მოვიდნენ...“, - იხსენებს 40 წლის, პოლიციის თანამშრომელი,  რომელიც თავად 8 წლის შვილის მამაა და ხაზგასმით აღნიშნავს: „როდესაც ბავშვი ამ მდგომარეობაში დავინახე, ემოციურად გავნადგურდი“.  

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს საბერძნეთში , კერძოდ გლიკა ნერაში სასტიკი, ძალადობრივი დანაშაული დაფიქსირდა.

 

ძარცვის მიზნით ახალგაზრდა წყვილს საკუთარ სახლში შეიარაღებული უცნობი პირები დაესხნენ თავს. მათ სასიკვდილოდ გაიმეტეს ოჯახის დიასახლისი, 20 წლის კეროლაინი, იმ დროს როდესაც იმავე ოთახში, დაბმული და  თვალებახვეული ჰყავდათ მისი 32 წლის მეუღლე. შემთხვევის დროს საძინებელ ოთახში იმყოფებოდა მათი 11 თვის ქალიშვილიც. მძარცველებმა მოკლეს ოჯახის ძაღლიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახიდან ძვირფასეულობასთან ერთად  15000 ევრო გაიტაცეს და  გაუჩინარდნენ.  

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები