"ათენის საჯარო ტრანსპორტით მგზავრობისას, სიახლეებთან ერთად, ძალაში დარჩება ამჟამად არსებული ბილეთების ყველა ფორმა" - საელჩო

ათენის საჯარო ტრანსპორტით მგზავრობისას, სიახლეებთან ერთად, ძალაში დარჩება ამჟამად არსებული ბილეთების ყველა ფორმა.

ინფორმაციას ამის შესახებ საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს:

"საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საელჩო დაუკავშირდა ათენის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაციას (O.A.Σ.A.) და ოფიციალურად მიმართა კითხვით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი უახლოეს მომავალში საბერძნეთის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბილეთების შეძენის წესთან დაკავშირებით.

ათენის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზაციის (O.A.Σ.A.) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ, უცვლელი რჩება მგზავრების მიერ ელექტრონული ბილეთების და ელექტრონული ბარათების შეძენის/მოხმარების წესი.

რაც შეეხება სამგზავრო ბარათის საბანკო ბარათით შეძენის საკითხს («contactless»), სამომავლოდ იგეგმება, რომ ეს მეთოდი ძალაში შევიდეს საბერძნეთის დედაქალაქში ისევე, როგორც ეს ხდება ევროპის (და არა მხოლოდ) დიდ ქალაქებში. თუმცა, საბანკო ბარათების მოხმარება იქნება ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.

„აღვნიშნავთ, რომ ზემოაღნიშნული სიახლის ძალაში შესვლის პარალელურად, ხმარებაში დარჩება ტრანსპორტით გადაადგილების არსებული სისტემა და ელექტრონული ბილეთებისა და ელექტრონული ბარათების გამოყენება, ასევე მათი გაცემის-გატარების ყველა არსებული პროცედურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

* საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს

*  "მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8 წელი მიესაჯა" - ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "საფარი"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714054097

ახალი ამბები

„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714052236

ახალი ამბები

მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავებიც. ცნობისთვის, მოზარდი ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდ...

შავ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპივეს

1714050980

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ფული, ვალუტა, ვალუტის კურსი

1714050087

ახალი ამბები

წყალტუბოში კაცი დაჭრეს

წყალტუბოში კაცი დაჭრეს. კაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19 108-ე...

ააა

1714049464

საზოგადოება

„დაგროვებული ფულით ბოლო მოდელის „მერსედესი“ ვიყიდე, რომელშიც ბენზინის ჩასასხმელი ფული არ მქონდა… შუქის ფულს ჩემი და მიხდიდა…“ - სტეფანე მღებრიშვილი

„2015 წელს, რაც მქონდა დაგროვებული ფული იმით ცხოვრობდი, რომელიც იყო ძალიან ცოტა. ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ჩემი და მიხდიდა შუქის ფულს. ჩამოვარდა ჩემი ფინანსური მდგომარეობა იმ...

სტეფანე მღებრიშვილი