საბერძნეთში მღვდელმა 7 მიტროპოლიტს გოგირდმჟავა შეასხა

წარმოუდგენელი და უპრეცედენტო ინციდენტი მოხდა 23 ივნისს, პეტრაკის მონასტერში. სინოდის სასამართლო სხდომაზე, სადაც  37 წლის მსჯავრდადებულმა მღვდელმა, თეოფილაქტოს კომბოსმა მოსამართლეებს გოგირდმჟავა შეასხა, რის შედეგადაც, სხეულის სხვადასხვა ადგილებზე დამწვრობები მიიღო ათენის შვიდმა მიტროპოლიტმა, ერთმა პოლიციელმა  და სინოდის სასამართლოს მდივანმა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული მიტროპოლიტები სინოდის სასამართლოს წარმომადგენლები იყვნენ, რომელნიც განიხილავდნენ ვერიის ეპარქიის მღვდლის საქმეს, ნარკოტიკების მოხმარების თაობაზე. 

განაჩენის გამოცხადების დროს, ბრალდებულმა გამოიღო ტანსაცმელში დამალული 2 ბოთლი, რომელშიც, როგორც გაირკვა, გოგირდმჟავა იყო მოთავსებული და მოსამართლეებს შეასხა. მღვდლები იხსენებენ, რომ მათ თავიდან სითხე ნაკურთხი წყალი ეგონათ.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი 37 წლის ბრალდებულმა მღვდელმა უსამართლოდ მიიჩნია, სინოდის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უკმაყოფილება  ამ ფორმით დააფიქსირა. 

ჩადენილი საზარელი ქმედების შემდეგ, ბრალდებულმა გაქცევა სცადა, თუმცა მონასტრის დაცვის თანამშრომლებმა და ადგილზე გამოძახებულმა პოლიციელებმა ის დააკავეს.

საავადმყოფოში გადაყვანილ მიტროპოლიტებს დამწვრობები აქვთ მიღებული ხელის, ტანის და სახის არეში. 2 მათგანს აღენიშნება სერიოზული დაზიანება - ერთს სახეზე, ხოლო მეორეს კი მწველი სითხე პირდაპირ თვალის არეში მოხვდა. დანარჩენი დაზარალებულები შედარებით მსუბუქად დაშავდნენ. 

პოლიციის წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის ბრალდებული მღვდელი, 2018 წლის ივნისში, 1,8 გრამი კოკაინის შენახვისთვის დააკავეს.  დაპატიმრების დროს მღვდელმა განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა.

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ვასილი კიკილიამ „ლაიკო" და  „კატ-ის“ საავადმყოფოები მოინახულა, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულები გადაიყვანა.

შემთხვევიდან ცოტა ხანში, ინციდენტის დაგმობის შესახებ, განცხადება გააკეთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, კატერინა საკელაროპულუმ. 

ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსთან განხორციელებულ სატელეფონო საუბარში, მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოხატა საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ. საუბარში მან ასევე აღნიშნა რომ, თავდასხმის დროს დაზარალებულების მალე გამოსაჯანმრთელებლად სახელმწიფო მათ ყველანაირი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი

1732305428

სოციალური მედია

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

 საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...

გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ

1732303264

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 5 ნიშანი ამ შაბათ-კვირას ძალიან ბედნიერი იქნება

ამ შაბათ-კვირას ზოდიაქოს ხუთი ნიშნის ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება:  ვერძი ამ შაბათ-კვირას ვარსკვლავებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადეს. შეიძლება მიიღოთ მოულოდნელი სამუშაო ან შემოქმედებითი შეთა...

ააა