საბერძნეთში მომხდარმა სარკინიგზო კატასტროფამ საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია

საბერძნეთში მომხდარ მასშტაბურ სარკინიგზო კატასტროფას, რომელმაც ბოლო მონაცემებით, 57 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, საპროტესტო გამოსვლები და რკინიგზელთა გაფიცვა მოჰყვა.
რკინიგზელთა პროფკავშირის განცხადებით, უსაფრთხოების სისტემა სათანადოდ არ მუშაობს, რის შესახებაც წლების განმავლობაში აფრთხილებდნენ სარკინიგზო კომპანიას და მთავრობას და ტრაგიკული შედეგი სწორედ მათ უმოქმედობას მოჰყვა. პროტესტის ნიშნად, რკინიგზელებმა 2 მარტს, დილიდან გამოაცხადეს 24-საათიანი გაფიცვა.
აქციები გაიმართა ათენში, სალონიკსა და ლარისაში. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ საბერძნეთის მთავრობის პოზიციას, რომ ტრაგედია მხოლოდ "ადამიანური შეცდომის" შედეგი იყო.
გასულ ღამით ათენში, სარკინიგზო კომპანია Hellenic Train-ის ოფისთან, დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, მათ კი ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ღამით, საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს შეეჯახნენ ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და სალონიკიდან ლარისაში მიმავალი სატვირთო მატარებელი.
დიდი სიჩქარით მიმავალი მატარებლები ერთმანეთის პირისპირ, ერთ ლიანდაგზე აღმოჩნდნენ.
გაუფრთხილებლობით მკვლელობის და უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლებით ბრალი წაუყენეს ლარისის რკინიგზის სადგურის უფროსს, რომელიც მატარებლების მოძრაობას მართავდა. ის დანაშაულს უარყოფს და აცხადებს, რომ კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო. თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი კოსტას კარამანლისი.
ამავე თემაზე:
1684942519
ემიგრაცია„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ქართველი ემიგრანტები ხანდაზმული ქალისთვის თავშესაფარს ეძებენ
„ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ამ სათაურით პოსტს სოციალურ ქსელში, ფლორენციაში მცხოვრები ემიგრანტი, ქართულ-იტალიური დუეტის „ლალიმბერტი“ ქართველი შემსრულებელი, ლალი ბურდული აქვეყნებს და საემიგრაციო საზოგა...
1684919267
ემიგრაცია„ქართული ღირსებისთვის არ არის საკმარისი კვარაცხელია, სურგულაძე და ბურჭულაძე, ამიტომ გთხოვთ არა მარტო თქვენ, არამედ ყველა ქართველს, ერთად ვიბრძოლოთ ამ ფაქტის წინაშე“ - ლია გვიჩიანი
ეკონომიკური, სოციალური და სხვა სახის პრობლემების დაძლევის მიზნით, საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. საემიგრაციო ქვეყნებში გაზრდილი დიასპორა კი თვითგადარჩენის და...
1684916240
ემიგრაცია„ელდა მეცა, ჩემოდანი ჩავალაგე და ემიგრაციის გზას დავადექი... რა ვქნა წამლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია...“ - წამალდამოკიდებული ემიგრანტის ისტორია
ემიგრაცია , რომელიც საარსებო მინიმუმის გაზრდას გულისხმობს და ბოლო პერიოდში ბევრისთვის საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ამავე დროს უმრავლესობისთვის არასწორი ცხოვრების გზა შეიძლება...
1684772763
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 23 მაისს უცხოურ ვალუტას
22 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5376 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,...
1684753699
სპორტიქართველი მოჭადრაკეების წარმატება ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე
ალბანეთის ქალაქ დურესში გაიმართა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა. მათ საერთო ჯამში 8 მედალი მოიპოვეს: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ევროპის ჩ...