„საწოლს მოვიტან და აქ დავდგამ, რომ შენს გვერდით მეძინოს“- ატირებული მამა 11 წლის შვილის დაკრძალვაზე

„ერთ საწოლს მოვიტან და აქ დავდგამ, რომ  შენს გვერდით მეძინოს“ - ტირილით წარმოთქვა მამამ, 11 წლის ქალიშვილის დაკრძალვისას.

ტრაგიკული შემთხვევა საბერძნეთის კუნძულ  კრეტაზე, ხანიაში 25 მაისს  საღამოს საათებში მოხდა, როდესაც, 11 წლის გოგონა, რომელიც 24 მაისს სახლიდან სასეირნოდ გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს, კლდიანი ფერდობის ქვევით, სანაპირო ზოლზე გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლიდან  სასეირნოდ გასულ 11 წლის გოგონას დედა მთელი ღამე ეძებდა, როდესაც იმედი გადაეწურა, პოლიციას შეატყობინა და არასრულწლოვანი გოგონას ძებნაში ადგილობრივი პოლიცია და სახანძრო  გუნდის მაშველები ჩაერთვნენ.

26 მაისს საღამოს საათებში გოგონას უსულო სხეული კლდის ძირას, სანაპიროზე  სასეირნოდ გასულმა პირებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, გოგონას გარდაცვალება  სიმაღლიდან გადავარდნამ გამოიწვია. სავარაუდოდ, გოგონა კლდის ზევით იმყოფებოდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და ტრაგედია დატრიალდა. 

11 წლის გოგონას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია არა მხოლოდ კუნძულ კრეტაზე, არამედ მთელ საბერძნეთში. ინციდენტი ფიქსირდება, როგორც უბედური შემთხვევა, თუმცა პოლიცია რამდენიმე საეჭვო გარემოების გამო აგრძელებს გამოძიებას.

პოლიციის განცხადებით, საეჭვო გარემოებას ქმნის შემდეგი ფაქტები: პოლიციაში გოგონას დაკარგვის შესახებ განცხადება მისი გაუჩინარებიდან საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გაკეთდა. პოლიციას, ასევე, აინტერესებს თუ რა ვითარებაში დატოვა გოგონამ სახლი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი გოგონას მობილური ტელეფონი და ჟაკეტი.

როგორც ცნობილი გახდა, 11 წლის მოზარდი 6 და 9 წლის ძმებთან ერთად, რთულ ოჯახურ პირობებში ცხოვრობდა. გოგონას მშობლები გაშორებულები იყვნენ. 2 წლის უკან კი მათ ოჯახში ადგილი ჰქონდა ისეთ ინციდენტს, სადაც ჩართული იყვნენ სამართალდამცავი ორგანოებიც.

აღსანიშნავია ასევე, რომ გარდაცვლილის დედა  მის ყოფილ მეუღლეს საკმაოდ ცუდად მოიხსენიებს და ცალსახად ადანაშაულებს მას ქალიშვილის გარდაცვალებაში, როგორც ის აღნიშნავს, მეუღლის გამო იძულებული გახდა კიდევ 2 მცირეწლოვან შვილებთან ერთად დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და გადასულიყო სხვა ქალაქში. 

აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, სოციალური სამსახური ფლობდა თუ არა ყველა საჭირო ინფორმაციას 11 წლის გოგონას და მისი ძმების  საცხოვრებელი პირობების შესახებ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა