ტრაგედია საბერძნეთში: 8 წლის ბავშვი ჭაში ჩავარდა

ტრაგედია მოხდა საბერძნეთში. 8 წლის ბავშვი ერთ-ერთი ქარხნის ჭაში ჩავარდა და დაიღუპა. 

უბედური შემთხვევა 17 ნოემბერს, დღის 17:30 საათზე მოხდა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ქარხნის ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვა ჰყავს და რატომ იყო ჭა თავღია. 

შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია წერს. მათი ცნობით, ქარხნის ხელმძღვანელებს იმის გასაგებად, რომ იქ ბავშვი იყო დრო დასჭირდა.

„ქარხანა ღია იყო, სატვირთო მანქანები მოდიოდნენ და მიდიოდნენ“, - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატი.

ვიდეომასალაში, რომელსაც „MEGA TV“ ავრცელებს, ჩანს, როგორც გასცემს ბრძანებას ქარხნის თანამშრომელი კარის დახურვის შესახებ და საწყობში შედის, ხოლო მოცურების კარს უყურადღებოდ ტოვებს.

საგამოძიებო მასალაში ასევე ჩანს, რომ რამდენიმე წამის შემდეგ, კარი ნელ-ნელა იკეტება და ზუსტად ამ დროს შედის ქარხნის ტერიტორიაზე 8 წლის გოგონა. რომელსაც ვერავინ ამჩნევს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჭაში ჩავარდნილი ბავშვი, ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნახა.

ცხედრის ამოყვანას 4 საათი დასჭირდა. თავდაპირველად სამართალდამცველებმა, 8 წლის ბავშვის დედა და ბებია დააკავეს, თუმცა გაათავისუფლეს.

მოგვიანებით კი პოლიციამ ბრალდებულის სტატუსით ქარხნის დირექტორი დააკავა. მას გამოძიება სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება.

გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი, პროკურატურიდან ქარხნის პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერის და ადმინისტრაციის თანამშრომლების სატელეფონო საუბრების ამოღებას ითხოვს.

„გვინდა დავინახოთ და მოვისმინოთ, რას აკეთებდნენ ამ ტრაგიკული შემთხვევის დროს, ქარხნის თანამშრომლები და ვისთან საუბრობდნენ მუდმივად ტელეფონზე.“ - აღნიშნა ადვოკატმა.

ასევე დაგაინტერესოთ:

🔵 კოვიდპასპორტის არმქონე პირის ობიექტში შესვლის გამო, ჯარიმა არა მოქალაქეს, არამედ ბიზნეს სუბიექტს დაეკისრება

🔵 დააკავეს ნეაპოლის ცნობილი კრიმინალური დაჯგუფება (ვიდეო)


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1638526224

საზოგადოება

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოში სხვადასხვა სპორტის სახეობების ხელშეწყობა დაიწყოს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

მინისტრი

1638525569

მსოფლიო

ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავთ, ვალდებულნი არიან, ყველა ქალს მისცენ უფლებები შარიათის კანონის შესაბამისად - „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა

ავღანეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა. განკარგულებას ხელს „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი, ჰაიბათულა ახუნძადა აწერს. ბრძანებულებაში ნ...

ქალები

1638524303

საზოგადოება

მეტი ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, მათ არავინ ემუქრება რომ ვთქვათ, ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ, ფიზიკურად არავინ უსწორდებათ - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას ამ დროსთვის გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია, ვიდრე ოდესმე. ვოლსკი ამბოსბ, რომ ამის მიუხედავად, ოპოზიც...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი

1638522984

საქართველო

გაძვირებული ცხოვრება - საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა.   მათივე ცნობით...

ზოგადი

1638521017

საინტერესო ამბები

ამბავი კაცისა, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ დიდ ქალაქში, შეშით თბება

ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, სოციალურ ქსელში, ნამდვილ ამბავს გვიზიარებს სახელწოდებით - "კაცი, რომელიც შეშით თბება", რომლის შემსწრეც, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გახდა. "მის სახლს რომ მიაგნო, ჯე...

საინტერესო ამბები