10 ივნისს მზის რკალისებური დაბნელებაა - როგორ აისახება ის ზოდიაქოს ნიშნებზე?

10 ივნისს მზის დაბნელებაა, რომელიც თბილისის დროით, 14:52 წუთზე დაიწყება. როგორც ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს, ეს მთვარის დაბნელება საკმაოდ ბევრ ცვლილებას მოიტანს და უფრო მეტ ხალხის მასაზე მოახდენს ზეგავლენას.

"10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 - ზე მზის რკალისებური დაბნელებაა. ტყუპების 19°47'ზე. აღარ მოვყვები დაბნელებების ასტრონომიული არსის ახსნას. არც მის ისტორიულ ექოს, თუ როდის ვისზე როგორ აისახა. პირდაპირ გადავალ სათქმელზე. ამ დაბნელების წერტილი რეტროგრადულ მერკურისთან შეერთებაში მოდის. ამავე დროს აქვს კვადრატი ნეპტუნთან და ტრინი სატურნთან.

ახლა რას ნიშნავს ეს? ტყუპების თემა ისედაც ინფორმაციაა, და ახლა მერკურისთან შეერთებაში- მით უმეტეს. თუმცა როგორც ვთქვით, მერკური უკუსვლითია. შესაბამისად ინფორმაცია მოდის წარსულიდან, ექო რაღაც ძველი ამბების, რაღაც, რაც მაშინ გამოგვრჩა, ან კიდევ უფრო დიდი ალბათობით- დაგვიმალეს( ნეპტუნის ზეგავლენა.) ფარული ამბების ამოტივტივებასთან ერთად, შესაძლოა რომ აბსოლუტურად მართალ ადამიანებზე მოვისმინოთ ცილისწამებები. ახალა ძალიან რთული იქნება ტყუილ-მართალის გარჩევა. ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ყველაფერს თავის დრო აქვს. ყველაფერი გაირკვევა. ისე კი მეტად საინტერესოა, რომ დაბნელების წერტილს კვადრატი აქვს საქართველოს ბოლო ასტროლოგიური რუკის მარსთან, რომელიც ამ რუკაში მე12 , ანუ ფარული ამბების მმართველია....

ითვლება, რომ მთვარის დაბნელებები უფრო მეტად ხალხის მასებზე ახდენს ზეგავლენას, ხოლო მზის- ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე, დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელებებზე, მათზე, ვინც გარკვეულად ძალაუფლებას ფლობს. მით უმეტეს, თუ ამ დაბნელების წერტილი სატურნთან ასპექტს გავიხსენებთ- სატურნი ხომ კანონი და სახელისუფლებო ვერტიკალია... ამიტომ თუ დაბნელების წერტილი უშუალოდ თქვენს რომელიმე პლანეტას არ უერთდება, დიდად ნუ აფორიაქდებით, მისი ზეგავლენა თქვენ არ შეგეხებათ.

მათ კი, ვისაც პირადი პლანეტები, განსაკუთრებით კი მზე ან მთვარე ტყუპების მე-20 გრადუსზე გყავთ, სჯობს რა თქმა უნდა , 9-10-11 რიცხვებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან, გზაზე, ახლობლებთან ურთიერთობაში კარგად მოზომოთ სიტყვები, ეცადეთ ყურადღებით გადაამოწმოთ მიღებული თუ გაშვებული ინფორმაცია. კატეგორიულად არარეკომენდებულია ალკოჰოლი, გამაბრუებელი საშუალებები, ნებისმიერი მაგიური რიტუალების ჩატარება. აღარაფერს ვამბობ ქირურგიულ ჩარევებზე, თუ რა თქმა უნდა გადაუდებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი არაა. მაინცდამაინც ამ დღეებში ნუ წამოიწყებთ რაიმე ახალს და მნიშნელოვანს, ამის დროც მოვა. სასურველია მარხვა, ლოცვა, მშვიდი მედიტაცია, თვითანალიზი. ბუნებასთან კავშირი,მოუსმინეთ მშვიდ , სასიამოვნო მუსიკას",- წერს ხათუნა ნოელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი