10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

რთული დღეა. ახლობელი ადამიანის ტყუილი ან ცრუ დაპირება იმედგაცრუებას მოგიტანთ. ეცადეთ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ. პლანეტები გირჩევენ, კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი მოქმედებები. გირჩევთ თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგან და მეგობრებთან ურთიერთობისას მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ.

კურო

კრიტიკული დღეა. მოსალოდნელია მეზობლების მხრიდან ინტრიგები და უცნობებთან კონფლიქტი. გირჩევთ, მოერიდოთ ახალ ნაცნობობას და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, ვიღაცამ არასწორი ინფორმაციით თქვენი მოტყუება სცადოს ან ცუდი ამბავი გაიგოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ქონებას. მოსალოდნელია მოწამვლა, ქურდობა ან ხანძარი.

ტყუპები

კრიტიკული დღეა, რომელიც არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას და მოტყუებას უკავშირდება. არასასურველია ახალი ადამიანების გაცნობა, ძველ ნაცნობებთან ურთიერთობაში კი სასურველია, რომ მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ. ამ დღეს ოჯახური საქმეები დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. გამორიცხული არ არის საყვარელ ადამიანთან უთანხმოება. ეცადეთ, მეტი ტაქტი და მოთმინება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ეს დღე ახალ, მოგებიან ბიზნესწინადადებებს მოგიტანთ. გირჩევთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ და სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. პარტნიორული ურთიერთობები ნაყოფიერი იქნება, თუმცა საქმის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული.

ლომი

ეცადეთ, რეალობა ფხიზლად შეაფასოთ და ილუზიებს არ აჰყვეთ. სასურველია, ახლობელ ადამიანებს ნებისმიერ წვრილმანზე არ ეკამათოთ, თორემ ამან შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს და ურთიერთობების გაწყვეტითაც კი დასრულდეს. თქვენი დიდსულოვნება და მოთმინება ოჯახში სიმშვიდისა და კომფორტის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. ქალებმა ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ - ცრუ დაპირება იმედგაცრუებას მოგიტანთ.

ქალწული

რთული დღეა. ილუზორულმა წარმოდგენებმა შეიძლება რეალობის გრძნობა დაგაკარგვინოთ, მოტყუება კი იმედგაცრუებას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ უძრავ ქონებას. გამორიცხული არ არის ქურდობა ან ხანძარი. ქალწულმა ქალებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში.

სასწორი

ამ დღეს მომხდარის რეალური შეფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, რომ ახალმა პრობლემებმა, რომლებსაც სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ, ისევ თავი იჩინონ. გარკვეული ცვლილებების განხორციელება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მორიელი

თვითშეფასების და მონანიების დღეა. ეცადეთ, ყოველდღიური საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ. სავარაუდოდ, წინა დღეების პრობლემები უფრო გაგაძლიერებენ და საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს დაგანახვებენ. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია მძიმე საუბარი, მაგრამ დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ. ეცადეთ, ოჯახური ატმოსფერო სასიკეთოდ შეცვალოთ.

მშვილდოსანი

კრიტიკული დღეა, რომელიც არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, აგრესიას და მოტყუებას უკავშირდება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას. ხელსაყრელი დღეა პროფილაქტიკური მკურნალობისთვის. წინდახედულება და ყურადღება გმართებთ, რადგან მოსალოდნელია ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ქურდობა ან ხანძარი.

თხის რქა

თქვენი სიცოცხლის პოტენციალი მაღალია, მაგრამ შინაგანი ენერგიის ჭარბი რაოდენობა შეიძლება თქვენთვის დამანგრეველი გახდეს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ეჭვიანობის ან შელახული თავმოყვარეობის გამო მოსალოდნელია კამათი. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ადრე თუ გვიან, ყველა კითხვაზე პასუხის მიიღებთ.

მერწყული

ამ დღეს მცირე უსიამოვნებები გელით, რომლებსაც, დიდი სურვილის მიუხედავად, თავიდან ვერ აცილებთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიცია დაიცვათ და პრინციპებს არ უღალატოთ. გახსოვდეთ, რომ ფხიზელი გონება და ობიექტურობა აგრესიაზე გამარჯვების გარანტია. თუ ამ შეტევას გაუძლებთ, საკუთარ თავს დიდი ხნის მანძილზე წყნარი ცხოვრებით უზრუნველყოფთ.

თევზები

ამ დღეს ორგანიზმის დამცავი ძალები სუსტდება. ბევრი თევზის ჯანმრთელობა პროფილაქტიკურ მკურნალობას საჭიროებს. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და გადაღლას, დაუთმეთ ეს დღე გამაჯანსაღებელ პროცედურებს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელებისა და ხორციანი კერძებისგან. ქალებში მოსალოდნელია ანთებითი დაავადებები.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები