21 ივნისს მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ დადებითი ენერგიები მიიღოს?

21 ივნისს მზებუდობაა - რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისთვის, რომ დადებითი ენერგიები მიიღოს? - ასტროლოგის ქეთი ოდიშელის განმარტება:

"წელს, ზაფხულის მზებუდობა დგება 21 ივნისს, 13:13 სთ-ზე (ჩვენი დროით). წლის ყველაზე დიდი დღე და ხანმოკლე ღამე.

ლიტა - კელტური დღესასწაული, რომელიც აღინიშნება დღემდე არაერთ ქვეყანაში.

ამ დღეს ანთებდნენ კოცონს და დღესასწაულობდნენ.

დღის ძირითად ნაწილს ბუნებაში ატარებდნენ და უამრავ რიტუალებს ატარებდნენ, დაცვისთვის, ნაყოფიერებისთვის.

დედამიწა პერიგეიში (მზესთან ყველაზე ახლო წერტილი-ზამთარში) ცოტა უფრო ჩქარა მოძრაობს, ვიდრე აფელიუმში (მზიდან ყველაზე დაშორებული წერტილი-ზაფხულში).

იდეები იბადება კირჩხიბში. (თხის რქა ქმნის, აღასრულებს სხვათა დაწყებულს.)

შესაბამისად ყურადღება გაამახვილეთ განსაკუთრებით ამ დღეს, ზაფხულის მზებუდობას, როდესაც მზე გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში, ის რასაც ფიქრობთ, ის რასაც გამოძერწავთ თქვენს გონებაში აუცილებლად მატერიალიზდება!

ეს არის ჯადოსნური დღე, ეს არის საოცრებების დღე!

ღამით, ძალიან კარგია ბანაობა, განსაკუთრებით მათთვის ვინც იმყოფება ზღვასთან, მდინარესთან ახლოს, ეცადეთ შეხვიდეთ წყალში დანარჩენებმა კი მიიღეთ შხაპი, ეს წყალი გვავსებს ენერგიით, მოგვცემს ჯანმრთელობას!

გააღეთ ფანჯრები, შეხვდით მზეს, შემოუშით მზის ენერგიები სახლში, სამუშაო სივრცეში...

მიეფიცხეთ მზეს, მოესიყვარულეთ, დადგით (სასურველია გამჭვირვალე) წყლით ჭიქა ფანჯრის რაფაზე, დაიმუხტოს მზის ენერგიით დილიდანვე.

ასევე დამუხტეთ სარკეები, მინერალური ქვები, სიმბოლოები, საფულე, გასაღებები.

დამუხტვასთან ერთად, ხდება ძლიერი წმენდა ამ დღეს მზის ენერგიით, შესაბამისად სარკეების, გასაწმენდად ერთ-ერთი საუკეთესო დღეა.

სასურველია ატაროთ ამ დღეს ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი, ან აქსესუარები მაინც.

გადით ბუნებაში, კარგია ფეხშიშველა სიარული მიწაზე.

გაუმასპინძლდით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ტკბილეულით, დააპურეთ ცხოველები და ფრინველებისთვისაც არ დაგავიწყდეთ საკენკის დაყრა.

ნუ იკამათებთ, თავი შეიკავეთ გარჩევებისგან.

მაქსიმალურად გამოიყენეთ ცეცხლისა და წყლის ელემენტი, დაანთეთ სანთლები (ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი), ჩაიფიქრეთ სურვილები!

ამ დღეს კრეფენ მცენარეებს, მათგან ამზადებენ გვირგვინებს, წნულებს, რომლითაც სახლებს ამშვენებენ, თუმცა ამ მცენარეულ სილამაზეებს ჯადოსნური თვისებები აქვს.

ძალიან ეფექტურია - ამ დღეს სხვადასხვა რიტუალების შესრულება.

მოფიქრეთ თავად, რადგან ამ დღეს ჩვენ ყველა ცოტათი ჯადოქრები ვართ.

ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რიტუალს, სურვილის ასრულებისთვის:

დილით, მიდით ფანჯარასთან, შეხედეთ მზეს და უთხარით შემდეგი სიტყვები:

„მზეო მშვენიერო, მზეო დიდებულო! დამეხმარე ჩემს საქმეში, ჩემი ოცნების ასრულებაში და ის შენი კაშკაშა სინათლით გაანათე, ბრწყინვალე სხივებით გაათბე.“

დილით, ადრიანად, მზის შეგებების შემდეგ ყველაფერს აბრუნებთ სწორ პოზიციაში.

კარგი იქნება თუ გახვალთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე, ამ დროს წნავენ ყვავილების გვირგვინებს და თითოეული წნულის გაკეთებისას იფიქრებენ 1 სურვილს ან წარმოთქვამენ პოზიტიურ აფირმაციებს.

ამასთან უნდა შეიგრძნოთ თქვენი სურვილის ასრულებისას განცდილი ემოციები.

თუ ვერ ახერხებთ ამის მცენარეებით გაკეთებას, თუნდაც სახლში, მაშინ აიღეთ ფერადი ლენტები და ზუსტად იგივენაირად იმოქმედეთ.

ეს წნული კი შეინახეთ მთელი წლის განმავლობაში.

გაწერეთ თქვენი მომავალი 1-2-3 ან 5 წელი, დაისახეთ ახალი მიზნები, ჩამოწერეთ ამ მიზნების განხორციელებისთვის საჭირო ნაბიჯები.

ამის შემდეგ შექმენით წარმოსახვითი სფერო და თქვენი აზრ-ფორმები მოათავსეთ თქვენს წინ არსებულ ამ სფეროში, რომელსაც გაუშვებთ რეალიზაციისთვის სამყაროში.

შემდეგი ეტაპია პატარა ცვლილებების შეტანა ყოველდღიურობაში, იმიჯის მცირედ შეცვლა, შეცვალეთ ნებისმიერი დეტალი, თუნდაც ბეჭედი თითზე, შეცვალეთ კბილის ჯაგრისი, მხარე სადაც წვებით, გადააადგილეთ ავეჯი თქვენს ოთახში, შეცვალეთ თუნდაც გზა უახლოეს სუპერმარკეტამდე.

მცირე ცვლილებები შეიტანეთ ყოველდღიურობაში და გჯეროდეთ, რომ თქვენს რეალობას, თქვენს საუკეთესო ცხოვრების სცენარს თავად თქვენ ქმნით!", - აცხადებს ასტროლოგი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ჰარცელი: გუშინ რაც ვიხილე, იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა