21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - დადებითი დღე იქნება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი

მთვარის მე-17 დღე 20.11-ის 18:12 საათიდან 21.11-ის 18.50 საათამდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისებია: სასწორის მე-13 და 24-ე გრადუსები;
სიმბოლო: ზარი, ყურძნის მტევანი;
მოქმედება: ექსტაზი;
სახელწოდება: ზარი, ყურძნის მტევანი;

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატივისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისთვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისთვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისთვის. წარმატებულია ქურდებისათვის.

მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე ჴ იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.

რეკომენდებულია მშრალი ღვინო.

მისტიკური ზეგავლენა: 

სოციალური ზეგავლენა:

სამედიცინო თვალსაზრისით: ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ჴ ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს ჴ უმაღლეს სიყვარულს).

ამ დღეს დაბადებული ადამიანები: უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი ჴ პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალო.

ზეგავლენა ჩასახვაზე: ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.

მედიტაცია: ცეკვა.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში  19.11-ის 18:31 საათიდან 22.11-ის 7:33 საათამდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის.      ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  21 ნოემბერი დადებითი დღე იქნება, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარი.
(მთვარის და იუპიტერის ტრიგონი, დადებითი ვიბრაციები, კულმინაცია 21 საათზე, მოქმედებს 12-13 საათიდან დადებითად).

ასტროლოგი: ბესო ბეციაშვილი

მსგავს თემაზე:

📌 22-28 ნოემბრის ტაროლოგიური პროგნოზი - გაიგეთ თქვენი ცხოვრების დადებითი ტენდენციების შესახებ

 





სხვა სიახლეები

1638535053

საქართველო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „IBTM 2021" მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელე...

ზოგადი

1638534433

საქართველო

ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში...

ზოგადი

1638533932

საქართველო

დეგნანი კობახიძეს: მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. „რა თქმა უნდა,...

ზოგადი

1638530698

საზოგადოება

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. მოკლულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ადგილობრივები არ არიან, ისინი ქობულეთში სეზონური სამუშაოებისთვის რამდენიმე კვირის წინ ჩავიდნენ. მკვლელობ...

მკვლელობა

1638530341

საქართველო

დაკავებულია ექიმი, რომელიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდა და აცრილებად აღრიცხავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდნენ და აცრილებად...

ზოგადი