24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

♈ვერძი

შესაძლოა, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდეს. სავარაუდოდ, ძვირად ღირებულ ნივთს დაკარგავთ ან ძველი ვალის გადახდა მოგიწევთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერი ურთიერთობის დროს. მოსალოდნელია ხანძარი ან კონფლიქტი უცნობ ადამიანებთან. მეგობრების დახმარებით ყველა პრობლემას გაუმკლავდებით.

♉კურო

ფინანსური თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სწორედ დღეს მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია პრობლემები, ამიტომ ახლობელი ადამიანების რჩევა და დახმარება დაგჭირდებათ. მეგობრების დახმარებით ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით.

♊ტყუპები

გაითვალისწინეთ, რომ აგრესიულობა და ემოციურობა შესაძლოა, ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს და პარტნიორების ნდობა დაგაკარგვინოთ. ადამიანებმა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან, შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანონ. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზაზე გადასვლის დროს, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, ელექტროხელსაწყოებთან და მჭრელ ინსტრუმენტებთან მუშაობას. თვალი ადევნეთ მინიშნებებს. ამ დღეს თქვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ანარეკლია.

♋კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს მოულოდნელი პრობლემების გამო მეგობრებისგან მატერიალური დახმარება დაგჭირდეთ. გირჩევთ, სიამაყე დაძლიოთ და ახლობელ ადამიანებს დახმარება სთხოვოთ. არ ინერვიულოთ - ეს დროებითი სირთულეებია და დიდხანს არ გაგრძელდება.

♌ლომი

რთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, პარტნიორებს ყურადღებით დააკვირდეთ და თუ საჭიროა, მათთან ურთიერთობის ფორმა შეცვალოთ. შეცდომამ ან მცდარმა ინფორმაციამ შეიძლება, მოულოდნელი ხარჯი ან პროფესიულ საქმიანობაში პრობლემები გამოიწვიოს.

♍ქალწული

სავარაუდოდ, ამ დღეს ბიზნესწინადადებით მოგმართავენ, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ - სავარაუდოდ, შედეგი თქვენთვის მოგებიანი არ იქნება. ოჯახში მოსალოდნელია პრობლემები, რადგან, ვიღაც თქვენგან მეტ ყურადღებას და ზრუნვას ითხოვს. შესაძლოა, რჩევა ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ.

♎სასწორი

წარსულის შეფასებისა და ცვლილებების დღეა. ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფ ადამიანებს - შესაძლოა, ახალი იდეებითა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვით გართულმა ხელიდან გაუშვათ შანსი, რომელზეც დიდი ხანი ოცნებობდით. ეცადეთ, ნებისმიერ ურთიერთობაში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი მონახოთ.

♏მორიელი

ამ დღეს იზრდება თქვენი ოპტიმიზმი და სასიცოცხლო პოტენციალი, თუმცა ეს ძველი შეცდომების გამოსწორებაში არ დაგეხმარებათ. ბევრი მორიელი ფარული მტრის სიახლოვეს იგრძნობს. გაითვალისწინეთ, რომ მოვლენებზე პასიური დამკვირვებლის როლი ძალიან დაგაზარალებთ.

♐მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი ნაცნობობა შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ტრავმის რისკი მაღალია, ამიტომ ფრთხილად იყავით გზაზე გადასვლისას, ერიდეთ ავტომობილის სწრაფად ტარებას, მჭრელ საგნებთან და ელექტროხელსაწყოებთან ურთიერთობას.

♑თხის რქა

ცდუნებების აყოლა და არასერიოზულობა ქალებს პარტნიორთან ურთიერთობას გაუფუჭებს. მამაკაცებს ვურჩევთ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ნდობა და სიყვარული გამოიჩინონ. სავარაუდოდ, ურთიერთობებში კრიზისული პერიოდი სწორედ გრძნობების გამოვლენაში თქვენი სიმორცხვისა და თავშეკავების გამო დადგება.

♒მერწყული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში ყურადღება და წინდახედულება გამოიჩინოთ. ერიდეთ კატეგორიულობას, დაცინვას და უსარგებლო საუბრებს. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ.

♓თევზები

ეს დღე თავის მოტყუებას და წინააღმდეგობას განასახიერებს. სავარაუდოდ, რეალობას ძალიან მხიარულ ფერებში ხედავთ და ღრუბლებში დაფრინავთ. მოსალოდნელია ფინანსური წარუმატებლობა და შეცდომები, არადა ახლა სიფრთხილე და ყურადღეა ყველაზე მეტად გჭირდებათ. გამორიცხული არაა, რომ დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, დიდხანს გაგრძელდეს. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას, კბილებს და ღრძილებს.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1711620000

ბიზნესი

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

27 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7084 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფ...

ბიზნესი

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი