27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა. სასიცოცხლო და სექსუალური პოტენციალი მაღალ დონეზეა, ინტუიციაც იზრდება, თუმცა მტრების ინტრიგებით გამოწვეულმა მოულოდნელმა დაბრკოლებამ ან ცუდმა ამბებმა შეიძლება, საქმის მიმდინარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ეცადეთ ბიზნესში საღი აზრით და პრაქტიკული გამოცდილებით იხელმძღვანელოთ. ეს საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ. ხანდაზმული ვერძისთვის უარყოფითი შედეგები შეიძლება ნებისმიერმა ურთიერთობამ გამოიწვიოს.

კურო

თავგადასავლებითა და ავანტიურებით სავსე დღეა. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლის მონაწილეც აუცილებლად გახდებით. თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოჰყვება. თვალი ადევნეთ მინიშნებებს - ბედი შესაძლო უსიამოვნებების შესახებ გაფრთხილებთ.

ტყუპები

ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება, შეიძლება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ეცადეთ, რომ ყველა საკითხში საღი აზრით და პრაქტიკული მიდგომით იხელმძღვანელოთ. ფრთხილად იყავით შეძენის დროს - ვიღაცამ შეიძლება, თქვენი მოტყუება სცადოს.

კირჩხიბი

მომდევნო კვირა წინაზე უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგან დროა, წარუმატებლობების წყება დასრულდეს. თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაცის შეცვლა გსურთ, ახლა სწორედ ამის დროა. გავლენიანი მფარველების მხრიდან ახალ შეთავაზება და მეგობრების მხარდაჭერა გელით. ეცადეთ საქმე დროულად დაასრულოთ და თაროზე არ შემოდოთ.

ლომი

ამ დღეს ლომი მამაკაცის სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება თქვენი ინტუიცია და ძლიერდება თქვენი ორგანიზატორული უნარები, მაგრამ მოულოდნელმა დაბრკოლებამ, რომელიც მტრების ინტრიგებს უკავშირდება, შეიძლება საკუთარ გეგმებზე უარის თქმა გაიძულოთ. გირჩევთ, საკუთარი პოზიციის გასამაგრებლად თანამოაზრეები მოიზიდოთ. ასაკოვან ლომ ქალებს ვურჩევთ, რომ ამ დღეს ნებისმიერი სახის ურთიერთობისგან თავი შეიკავონ.

ქალწული

წინააღმდეგობრივი დღეა. საყვარელ ადამიანთან კამათი შეიძლება, დიდ უთანხმოებაში გადაიზარდოს. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან კონტაქტის ან სასურველი ნივთების შეძენის დროს - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულების, გავლილი გზის ანალიზისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება საქმიანიდან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. თქვენი შრომისმოყვარეობა და ეფექტური შედეგები უფროსებს ან ბიზნესპარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. არ არის გამორიცხული წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა მარადიული ჭეშმარიტების შეცნობისა და მეცნიერული საქმიანობისთვის. არ არის გამორიცხული, რომ უზენაესი ძალების მხარდაჭერა იგრძნოთ. უმოქმედობა კატეგორიულად აკრძალულია. გახსოვდეთ, რომ მხარდაჭერას მხოლოდ აქტიური ადამიანი იღებს. სასურველია, შვილებს მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამჟამად მათ ყველაზე მეტად თქვენი დახმარება სჭირდებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ ნებისმიერ საქმეში საღი აზრითა და პრაქტიკული მიდგომით იმოქმედოთ. ერიდეთ ზედმეტ ენთუზიაზმს, რომელმაც შეიძლება თქვენი ხასიათის პრაქტიკული თვისებები დროებით დაჩრდილოს.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა. გირჩევთ საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ და მხოლოდ იღბლის იმედად არ იყოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეთავაზებიდან იმას ვერ მიიღებთ, რასაც ელით, ხოლო ზედმეტმა სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დაანგრიოს. მოსალოდნელია გართულებები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ხანდაზმულ თხის რქებს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმის დასასრულებლად. გულმოდგინე შრომისა და წესიერების გამო უფროსების ან ბიზნესპარტნიორების შექებას დაიმსახურებთ. ახალი საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შესაძლებელია, საქმიანიდან სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველური იყოს.

თევზები

ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღე გელით. ეცადეთ, თავი ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით დაიცვათ. სასურველია ტაძრის მონახულება და ცოდვების მონანიება. გირჩევთ, სახლში ყველა ნათურა ჩააქროთ და საღამო სანთლების შუქზე გაატაროთ. დღევანდელი რომანტიკული განწყობა ხვალ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა

1714059682

ახალი ამბები

კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგს გამართავს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 20:00 საათზე არის ჩანიშნული. უცნობია რა საკითხზე ისაუბრებს პარტიის გენერალური მდივანი.

ზოგადი

1714055858

საზოგადოება

„შე ვირიშვილო, სადა ბანაობ“ - ზურა ყიფშიძე შვილიშვილს მიმართავს

მსახიობი ზურა ყიფშიძე სოციალურ ქსელში შვილიშვილს ნატალია ყიფშიძეს პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯაროდ აკრიტიკებს.   „ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო, ვინ კამათობს იმაზე, რასაც ამბობ? ცოტა,...

ზურა ყიფშიძე

1714054097

ახალი ამბები

„ისეთ თემაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში, რომელზედაც სჭირდება ოცდაშვიდივე სახელმწიფოს თანხმობა, არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან“ - მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნა...

მამუკა მდინარაძე პოლიტიკოსი

1714052236

ახალი ამბები

მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ

ბათუმში მე-4 დღეა ზღვაში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ. 18 წლის ახალგაზრდას სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მყვინთავებიც. ცნობისთვის, მოზარდი ნათესავთან ერთად, ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდ...

შავ ზღვაში გაუჩინარებული მამაკაცი იპივეს