4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მძიმე, პროფესიულ საქმიანობაში შეცდომებით და პირად ურთიერთობებში გაუგებრობებით სავსე დღეა. პარტნიორებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას გამოცდა ელის. გირჩევთ ახალ პროექტებზე და ხელშეკრულებებზე უარი თქვათ - ახალმა იდეებმა შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. დაგროვილი პრობლემები ან შეუსრულებელი ვალდებულებები დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. ეცადეთ, სასიცოცხლო ენერგია წვრილმანებზე არ დახარჯოთ.

კურო

ეს დღე თავგადასავლებს და ბედის მოულოდნელ ცვალებადობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ნერვული ფონი მნიშვნელოვნად იზრდება, თავს შესანიშნავად გრძნობთ და ენერგიით სავსე ხართ. მოსალოდნელია კონფლიქტი სამსახურში ან სახლში. თუ საქმე ურთიერთობის გარკვევამდე მივიდა, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და თავს ყვირილის უფლება არ მისცეთ.

ტყუპები

თავს შესანიშნავად გრძნობთ, რაც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდეთ. ეს დღე საყოველთაო ჰარმონიის, მშვიდობისა და მოვლენების სწორი მსვლელობით დაგამახსოვრდებათ. შემოქმედი ტყუპები შეძლებენ საქმეში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიონ. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, საყვარელ ადამიანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნას, საბედნიეროდ, არც ისე სერიოზული.

კირჩხიბი

მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, თქვენი ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა საუკეთესო მდგომარეობაშია. გამორიცხული არ არის პრობლემები გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. სავარაუდოდ, ვიღაც უბრალოდ ვერ გაგიგებთ. სასურველია, ეს დღე პირად ცხოვრებას და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

ლომი

სერიოზული პროვოკაციებისა და კონფლიქტების დღეა. ბედი კვლავ განსაცდელს გიმზადებთ და თქვენი ხასიათის სიმტკიცეს ცდის. სავარაუდოდ, გადაღლა უარყოფითად აისახება კოლეგებთან ურთიერთობაზე. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამო პირადი ცხოვრების პრობლემებს და სულიერ განვითარებას დაუთმოთ.

ქალწული

მძიმე დ საშიში დღეა. უარი თქვით მივლინებაში წასვლაზე, რადგან შედეგი არ გაამართლებს თქვენს მოლოდინს. არსებობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხე, ამიტომ მთლიანად გამორიცხეთ მძიმე ფიზიკური შრომა და სარისკო საქმიანობა. ეცადეთ, საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატაროთ.

სასწორი

პლანეტები თქვენ მიმართ კეთილად არიან განწყობილნი, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ხელსაყრელი დროა ახალი სამუშაოს დაწყებისა და ძველი პროექტის განხორციელებისთვის, რაც შემოსავლის ახალი წყაროს გაპოვნინებთ. შეგიძლიათ წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა სავაჭრო გარიგება, თუნდაც სარისკო, მაგრამ პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მოტყუება და ღალატი.

მორიელი

აქტიური სამუშაო დღეა. გადაუჭრელი პრობლემები გამუდმებით თავს შეგახსენებთ და გადამწყვეტი მოქმედებებისკენ გიბიძგებთ. გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, მათ შორის, არც პარტნიორებსა და ახლობლებს - ისინი ვერ გაგიგებენ ან იდეა არ მოეწონებათ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა ხნით გაერთოთ ან საყვარელი საქმით დაკავდეთ, თუმცა ეს პრობლემების დავიწყებაში ვერ დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

თქვენი ჯანმრთელობა, კომუნიკაბელურობა, პირადი ხიბლი იქნება მაღალ დონეზე, რაც საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ ბიზნესს. დღეს თქვენ შეგიძლიათ წარმატებით განახორციელოთ სხვადასხვა კომერციული გარიგება. მაგრამ პირად ურთიერთობებში არ არის გამორიცხული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია პარტნიორის მიერ თქვენი შეხედულების მიღების სურვილთან.

თხის რქა

რთული დღეა. ეცადეთ მთელი ყურადღება მთავარ საკითხზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმოქმნილი პრობლემები ან შეცდომების გამოსწორება დიდ დროს წაგართმევთ. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს. არ არის გამორიცხული ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ხანძარი ან ძარცვა.

მერწყული

ეცადეთ, პლანეტების კეთილგანწყობა თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. მიზანმიმართული საქმიანობა პერსპექტიულ ცვლილებებს გამოიწვევს. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები, რაც პარტნიორთან უთანხმოებას უკავშირდება.

თევზები

ამ დღეს შეიძლება, უნიკალური შესაძლებლობა მოგეცეთ, რათა ჩანაფიქრი წარმატებით განახორციელოთ. ბევრი თევზი შეეცდება, საკუთარი მოვალეობები დაივიწყოს და მეგობრებთან ერთად გაერთოს. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რომ მძიმე დამოკიდებულება არ გამოიწვიონ.

 

FUNTIME.GE

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები