5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლებიც შრომისუნარიანობას და მონდომებას საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მსუბუქი ვარჯიში სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საყოფაცხოვრებო სამუშაოები ასევე ყურადღებას მოითხოვს. თუ ოდესმე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს.

კურო

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნაყოფიერი დღე გელით - შესაძლებლობა გექნებათ, ხანგრძლივი კონფლიქტი დაასრულოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გააძლიეროთ. სამსახურში დაწყებული საქმეები დასრულებამდე ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ.

ტყუპები

ეს დღე საინტერესო მოვლენებითა და ახალი ინფორმაციით მდიდარია. მოემზადეთ მოულოდნელი სიახლისა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებისთვის, რამაც შეიძლება თქვენს პიროვნულ განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ემოციურ ჯანმრთელობას და შინაგან ჰარმონიას უნდა მიაქციოთ. მედიტაცია ან იოგა გონებრივი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბიზნესსფეროში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, მაგრამ მათი დაძლევა სწორი მიდგომით სავსებით შესაძლებელია. განსხვავებული აზრების გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. ნუ ეკამათებით, დაე, ყველა თავის პოზიციაზე დარჩეს. სანერვიულო მხოლოდ იმ კირჩხიბებს ელით, რომლებიც რაღაცას მალავენ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღეა.

ლომი

ამ დღეს შეიძლება შემოქმედებითი ენერგიისა და შთაგონების მოზღვავება იგრძნოთ. ხელსაყრელი დღეა პროფესიულ სფეროში ახალი პროექტის დაწყებისთვის. მთავარია, ღრუბლებში არ იფრინოთ და მომავალი რეალურად შეაფასოთ. შეიძლება საღამოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. ბედს ნუ ეთამაშებით, თორემ შეიძლება წააგოთ.

ქალწული

შრომისმოყვარეობითა და დისციპლინით გარშემო მყოფების პატივისცემას და აღიარებას დაიმსახურებთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ, რაც ნაყოფიერ მუშაობაში და კარიერული მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმაროთ. პრობლემებს სწრაფად გაუმკლავდებით. მკაფიოდ შედგენილი გეგმა საშუალებას არ მოგცემთ, რომ მიზანს ასცდეთ. წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შეჩერდეთ და საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოთ.

სასწორი

ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თორემ ოჯახის წევრების რისხვას ვერ გადაურჩებით. გამოყავით დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის, რათა დაწყებული საქმეების დასრულება შეძლოთ. ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თამამად იმოქმედებთ. სიმართლის ძიების დროს გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც ძალიან გააბრაზოთ და გააღიზიანოთ.

მორიელი

მორიელებს პირად ცხოვრებაში ან კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. ხელსაყრელი დღეა თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ზოგი მორიელი იძულებული იქნება, შეცდომების გამო ძველ საქმეებს დაუბრუნდეს. შეიძლება მთელი დღე მოანდომოთ საკითხის გარკვევას, რომელიც მოულოდნელად მნიშვნელოვნად მოგეჩვენებათ. ეს პირად ურთიერთობას ან რაღაც ახალ გადაწყვეტილებას ეხება.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დროა თვალსაწიერის გასაფართოებლად - ახალი ცოდნის მიღება და უნარების ათვისება თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. ურთიერთობაში კომპრომისის პოვნა მოგიწევთ, რათა ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია დაიბრუნოთ.

თხის რქა

ამ დღეს ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. მიზნებზე ფოკუსირება დაგეხმარებათ, რომ შედეგებს ზედმეტი სტრესისა და ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ. გუნდური მუშაობისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ უმჯობესია მარტო იმუშაოთ. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ვერავინ ვერაფერში მოგედაოთ. განსაკუთრებით მოერიდეთ ახალი იდეებისა და ექსპერიმენტების წარდგენას, რათა საყოველთაო რისხვა არ დაგატყდეთ.

მერწყული

თანამშრომლობის ნუ გეშინიათ - ამ დღეს გუნდური მუშაობა ინდივიდუალურზე მეტად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ. ახალი ნაცნობების დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ახლა თქვენთვის არავის სცალია. ყურადღებას ნუ მოადუნებთ - მხოლოდ სხვა ადამიანების პატიოსნების იმედად არ უნდა დარჩეთ.

თევზები

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულებას და ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შინაგან მდგომარეობას. განმარტოება, იოგა, თბილი აბაზანა სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, გათავისუფლდეთ ილუზიებისგან, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე

1736957008

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია

„ჩამოვყალიბდეთ, ვინ ვის დაესხა თავს. იყო სიტყვიერი კამათი და არსებობს კადრი, რომლის მიხედვითაც, გახარიამ დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა. დიმიტრი სამხარაძის რეაქცია საპასუხო იყო, თუ არ იყო? თუ...

პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძე

1736954634

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება - CNN

ისრაელის მთავრობა მოელის, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრც...

კომფლიქტი