“ახალ ციკლს ეყრება საფუძველი, ბევრის კომფორტი დაირღვევა, იმპერიები დაინგრევიან” - ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ბევრის კომფორტი დაირღვევა. საზღვრები შეიცვლება, ხოლო იმპერიები დაინგრევიან!" ასტროლოგი ხათუნა ნოელი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ წერს, რომელი პროგნოზის მიხედვითაც, არსებული რეალობა შეიცვლება:

"მსოფლიო შეიშალა.  
დღეს კუროს ზოდიაქოს მე-19 გრადუსზე მარსის, ურანის და აღმავალი კარმული კვანძის შეერთების პიკია.
ურანი - მოულოდნელად, ცვლილებები, განახლება.
მარსი - აგრესია, ომი, კონფლიქტი.
აღმავალი კვანძი - ფატალური გარდაუვალობა.
კურო - კომფორტის ზონიდან გასვლის აუცილებლობა, საზღვრების შეცვლა, ფინანსური სქემების რღვევა.

კუროს მე-19 გრადუსის განმარტება - '' წითლებში ჩაცმული კაცი მშვილდიდან ისრებს ესვრის მთვარეს''. მიუთითებს ადამიანზე, რომელსაც არ ძალუძს საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და უგუნურ და უაზრო ქმედებებს სჩადის. ასეთ ადამიანს ახასიათებს თავშეკავების ნაკლებობა  და მიდრეკილება გაღიზიანებისა და აგრესიულობისკენ. ამის გამო, მას ნდობა არ ექნება და საკუთარი ქმედებებით ტანჯვა მოუწევს. ეს არის ამაო ძალისხმევის სიმბოლო.

ეს  სამმაგი შეერთება უკანასკნელად 2007 წელს იყო, თუმცა არა კუროში, არამედ თევზებში, და ცხადია, მაშინ სხვა ტენდენციები გამოიწვია.

კუროში კი 25 საუკუნის წინ შეერთდა მარსი, ურანი და კარმული კვანძი. ჩვ.წ.აღ-მდე 342 წელს! მაშინ ალექსანდრე მაკედონელმა თავისი იმპერია შექმნა, რომელმაც შეიძლება ითქვას, დღემდე მოაღწია იმ კულტურულ საზღვრებში, რასაც ევროპა ჰქვია.ეს ციკლი, რაც მაშინ დაიწყო, ახლა სრულდება და ახალ ციკლს უნდა ჩაეყაროს საფუძველი.ბევრის კომფორტი დაირღვევა. საზღვრები შეიცვლება, ხოლო იმპერიები დაინგრევიან!" - წერს ხათუნა ნოელი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი