„ამ დღემ შესაძლოა, ფარდა ახადოს ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე დაფარული იყო“- რას მოგვიტანს დღევანდელი სავსემთვარეობა

დღეს, 20 ოქტომბერს  სავსემთვარეობაა, რომელიც თბილისი დროით 18:56 საათზე დაფიქსირდება.

თუ რას მოგვიტანს აღნიშნული ასტროლოგიური მოვლენა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფის წევრი დეტალურად წერს.

მისი ინფორმაციით, ამ დღემ შესაძლოა, ფარდა ახადოს ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე დაფარული იყო.

 

„20 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს სავსემთვარეობა, თბილისის დროით 18:56 საათზე. ამჯერად გვაქვს ე.წ. მონადირის მთვარე, მას აგრეთვე ძველად მოგზაურთა მთვარესაც უწოდებდნენ, მოჰქონდა წარმატება და გახლდათ ნიშანი მონადირეებისათვის, მოგზაურებისათვის და ა.შ. დღესდღეობით მისი ენერგია უფრო დაუკავშირდება მოგზაურობის, ადამიანების ყურადღებაზე "ნადირობის", თავის გატანისა და განვითარების, ბუნებაში გასვლების ან საერთოდაც პირდაპირი გაგებით ნადირობის საკითხებს.


ამ დღემ შესაძლოა, ფარდა ახადოს ისეთ რაღაცებს, რაც აქამდე დაფარული იყო.
გეძლევათ საშუალება აიმაღლოთ ცოდნა, ამაღლდეთ სულიერადაც.
იქნება დიდი ინფორმაციული ნაკადი, როგორც დადებითი, აგრეთვე უარყოფითიც რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უსიამოვნო ემოციური რეაქციები.


მოსალოდნელია უცნაური სიზმრები და ინტუიციის აქტივობა, თუმცა ეცადეთ წინათგრძნობა თუ გარკვეული ხილვები მოჩვენებებსა და არაცნობიერის პროექციებში არ აგერიოთ.


დღეს მოსალოდნელია დაძაბული ატმოსფერო, ქაოსი სოციუმში, უსიამოვნო ბუნებრივი მოვლენები ( ამინდი, სტიქია), პოლიტიკური დაპირისპირებები, მედიის აქტივობა, ადამიანთა შორის უთანხმოება, კონფლიქტურობა, აღგზნებულობა, თავის ტკივილი ან წნევა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს ( საქმიანს თუ სასიყვარულოს).


თუ ამ წლის გაზაფხულზე ბედმა არ გაგიღიმათ, წამოიწყეთ რაიმე საქმე და დღემდე ელით შედეგებს - ამ საქმესთან მიმართებით მალე იქნება სიახლეები.
ეცადეთ უახლოეს დღეებზე ამოტივტივებულ პრობლემებსა თუ უსიამოვნო ინფორმაციაზე არ დახუჭოთ თვალი, პირიქით, მაქსიმალურად გონივრულად მიუდექით მათ, გააანალიზეთ ისინი და ეცადეთ გამოასწოროთ შეცდომები, ეს მოგცემთ იმის საშუალებას რომ ნოემბრის თვემაც უფრო მშვიდად ჩაიაროს და გარკვეული სამყაროსგან წამოსული გაკვეთილებიც გაიაროთ სწორად.


თუ ხედავთ რომ ურთიერთობა დიდი ხანია დგას ერთ ადგილზე - გადადით ახალ საფეხურზე.
თუ ურთიერთობა უსარგებლოა - დაასრულეთ.


გირჩევთ 18:00 საათიდან 00:00 საათამდე რაიმე მნიშვნელოვანი არ წამოიწყოთ.
შეეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდობა, იყოთ საკუთარი თავი და დაიცვათ თქვენი პრინციპები.
დამწყებებისათვის მაგიური ექსპერიმენტების ( რიტუალების) ჩატარება ნაკლებად იქნება მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრს გაუჭირდება ემოციების, შინაგანად და გარეგანად მოძრავი ენერგიების სწორად მართვა.


გისურვებთ ბედნიერ დღეს!
©Svart ნ.თ.“- წერს სოცქსელის მომხმარებელი , Svart

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები