ასტროლოგი ხათუნა ნოელი: “14 იანვრიდან 4 თებერვლამდე ახალი საქმე არ წამოიწყოთ”

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მომავალი სამი კვირის განმავლობაში, ყოველგვარი ახალი საქმის წამოწყებისგან, ხელშეკრულებების გაფორმებისგან, ახალი ტექნიკის შეძენისგან და ა.შ. თავის შეკავებას გვირჩევს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ ამ პერიოდში, მერკური უკუსვლითი ხდება.

ხათუნა ნოელი: "ხვალიდან,  14 იანვრიდან მერკური უკუსვლითი ხდება 4 თებერვლამდე.
ამ პერიოდში არ ღირს: არანაირი ახალი საქმის  წამოწყება, მათ შორის საკუთარი ბიზნესისაც. შეგიძლიათ მიუბრუნდეთ მხოლოდ ძველს და განაახლოთ.

ახალ სამსახურში არ გადავდივართ. ძველში თუ გიხმობენ დაბრუნდიო - ეგ შეიძლება.
არ შეიძლება მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების და საბუთების გაფორმება,  არც სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი, არც რეესტრში განცხადება. მოითმინეთ ცოტა ხანი.
უკვე რამდენიმემ იკითხა და  კიდევ გავიმეორებ აქაც - არ აიღოთ ვალები, შეეშვით კრედიტების გაფორმებას. დაბრუნება კი ბატონო - შეგიძლიათ.

არანაირი შორეული მოგზაურობები, ახლოსაც კი სწორი დრო უნდა შეირჩეს, მაქსიმალურად ხელსაყრელი.

რა ქორწინება, რის ნიშნობა - გადადეთ!!
არ ვყუდულობთ ტექნიკას, არც მანქანებს. ჯერ არც არაფერს ვყიდით. მობილური გაგიფუჭდათ? ითხოვეთ მეგობრისგან ძველი დროებით. 

ახალ ნაცნობობებზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ. თავში მოსული ბრწყინვალე იდეების ერთბაშად განხორციელებასაც ნუ შეეცდებით. ჩაიწერეთ - მერე გადახედავთ.
სწავლის დაწყებაც არარეკომენდებულია! გონებაში თითქოს ჯინაზე - ასჯერ წაკითხულიც კი ძნელად შედის.

ეს პერიოდი სირთულეებს შეუქმნის იმ ადამიანებს ვისი პროფესიაც  წერასთან, სიტყვასთან არის კავშირში. მწერლები, ჟურნალისტები, მთარგმნელები და თარჯიმნები შესაძლოა პროფესიულ სირთულეებს გადააწყდნენ.
სამედიცინო კვლევებში შესაძლოა შეცდომები. გადადეთ.

აგრეთვე  პრობლემურია სხვადასხვა ხელშეკრულებების, დოკუმენტების გაფორმების საკითხებიც. და კიდეც რომ გაფორმდეს, 3 კვირის მერე როდესაც მერკური დირექტულ მოძრაობას დაუბრუნდება, გაირკვევა, რომ ამ საბუთებში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა ყოფილიყო, ხარვეზებია. 

რა იყო, არც ვისუნთქოთო? იკითხავს ალბათ ზოგიერთი. ისუნთქეთ, თანაც ღრმად. რამდენადაც პირბადე გაგიშვებთ (ეგ უკვე ჩემთან გადასაწყვეტი არაა) ამ ყველაფრის  გაკეთება ეკრძალებათ დირექტული მერკურის პატრონებს. რეტრო მერკურიანელები კი აჩქარდით - უნდა მოასწროთ 4 თებერვლამდე და ჩაეტიოთ მჭიდრო ვადებში.
დანარჩენები ძველი საქმეების დასრულებით ვართ დაკავებულები.

მერკური ხელახლა გაივლის ცოტა ხნის წინ განვლილ გზას, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პერიოდი განკუთვნილია  წარსულის ანალიზისათვის, რეტროგრადული მერკურის უკუსვლასთან ერთად თქვენც თვალი გადაავლეთ ბოლო ხანებში განვლილ გზას, გააანალიზეთ, დაფიქრდით- იყო თუ არა ყველა კონტაქტი საჭირო, ყველა ხელშეკრულება არის თუ არა სწორად გაფორმებული, ღირდა თუ არა იქ წასვლა, სადაც ფეხი უკან გრჩებოდათ, უნდა მოგეკიდათ ხელი ''იმ '' კონკრეტული საქმისთვის? უნდა დაჰპირებოდეთ იმას, რისი სიტყვაც მიეცით? და ასე შემდეგ,  მერკურიანული საქმეების რევიზია გააკეთეთ, მოკლედ. 

ეს ასევე ძალიან ხელსაყრელი დროა  მედიტაციებისთვის წინა ინკარნაციული გამოცდილებების გასახსენებლად. ვისაც ეს თემა გაინტერესებთ,  არ გაუშვათ შესაძლებლობები..." 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1643392800

საინტერესო ამბები

კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას კობი ბრაიანტისა და მისი ქალიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს

26 იანვარს კობი ბრაიანტისა და მისი 13 წლის შვილის გარდაცვალების დღეა, მათთვის პატივის მისაგებად კალიფორნიაში, ავიაკატასტროფის ადგილას ბრინჯაოს ქანდაკება დადგეს. კობი ბრაიანტის ფიგურას Lakers-ის ფორმა...

გარდაცვლილი სპორტსმენი

1643391600

საზოგადოება

"ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი. იყავით მშვიდად" - რა ინფორმაციას აქვეყნებს თენგიზ ცერცვაძე

"როგორ უმკლავდება ქვეყანა ომიკრონის გამოწვევას?",  - აღნიშნულ საკითხს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი მიუძღვნა. "ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები...

ცერცვაძე

1643389800

საზოგადოება

"არ მქონია მასთან არანაირი ურთიერთობა ბოლო წელიწად-ნახევარია" - პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რას ნიშნავს მისი ინიციატივა საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ჰქონდა სურ...

პრეზიდენტი

1643388300

საინტერესო ამბები

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება

Facebook-ის დაშიფრული მიმოწერის დასქრინვის შემთხვევაში, ადრესატს შეტყობინება გაეგზავნება ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა და ნიმუშად თავის მეუღლესთან, პრისცილასთან მიმოწერა გამოაქვ...

ფბ

1643386800

საზოგადოება

გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს გმობს

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ზუგდიდში პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტს განცხადებით ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, საბჭო რომ გმობს ძალადობის აღნიშნულ ფაქტს. "პოლიციელი უნდ...

ქალზე ძალადობა