დეკემბრის სავსემთვარეობა და ასტროპროგნოზი

,,დეკემბრის სავსემთვარეობა და ასტროპროგნოზი“

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე 

📌 ამ ხანებში, თითქოს ერთგვარი სასიხარულო ენერგეტიკა იგრძნობა, ზამთრის დადგომას თან ახლავს სახეზე ღიმილი და სურვილები, სწორედ ამ ენერგოვიბრაციულ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრებ დაბლა: 👇

📌 დეკემბრის 8 რიცხვში, თბილისის დროით 08:08 საათზე, გვექნება სავსემთვარეობა, ტყუპების ♊️ 16°01 - ზე. 

➡️ როგორც მოგეხსენებათ, ესაა დრო, როდესაც 🌞 დღის და ღამის 🌝 მანათობლები ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან. შესაბამისად, მატულობს აგრესიის რიცხვი და ზოგადი ფონიც მეტად დაძაბულია. 

➡️ ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ გონებისა და ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური 6 დეკემბრიდან იმოძრავებს ♑️ თხის რქას ნიშანში, რაც კიდევ უფრო მეტად გამოკვეთავს სხვადასხვა სახის ტენდენციებს, ხოლო თუ რას ამაზეც ვისაუბრებთ. 

🌝 სავსემთვარის პიკზე - ღამის მანათობელი შეერთებაში იქნება ომის და ძალისმიერი ენერგიებით მოცულ მარსთან. აქ კი ისმის კითხვა, თუ რა მდგომარეობაშია ეს უკანასკნელი? აღნიშნული, ამჟამად, გახლავთ რეტროგრადული, ანუ უკან მოძრავი, მაშასადამე, მსგავსი ასპექტაცია აუცილებლად წინ წამოწევს ძველ სანაცნობო ან საოჯახო საკითხებს, გადაუჭრელ და მოუგვარებელ პრობლემებს. 

📌 არაა გამორიცხული, თუკი ერთ დროს მივიწყებული ოჯახური ან მიწასთან დაკავშირებული დავა და კონფლიქტები ისევ აქტუალურად წინა ხაზზე წამოიწევს და მოუწევს ბევრ თქვენგანს საქმის გარჩევა. 

📌 სიფრთხილით მოეკიდეთ ახალ ნაცნობობას, რადგანაც მთვარეს ,,მინორული’’, მაგრამ მაინც მძიმე კვადრატურა ექნება პლანეტა ნეპტუნზე, ამიტომაც დაუკვირდით თითოეულ თქვენს სიტყვას, დაპირებას ან დამაიმედებელ წინადადებებს, რადგანაც შეიძლება ვერ შეასრულოთ ან თქვენდამი გამოიჩინონ უყურადღებობა და გული დაგწყდეთ ‼️

📌 მიმდინარე პერიოდი შეიძლება რომ დადებითად შეფასდეს ორგანიზაციული საქმისთვის, სტრუქტურაში მომუშავე ადამიანთათვის, ასევე დაგეგმარებისა და სამომავლო იდეების გათვლისთვის, რადგანაც პიკის დროს მთვარისა და სატურნის ჰარმონიული ,,ტრიგონიც’’ გვექნება. თუმცა, ეცადეთ, რომ საქმეში კადრები აარჩიოთ ფრთხილად, რათა ადგილი არ ჰქონდეს სიცრუეს და ორპირობას. ✅

📌 კონკრეტული დღეებიდან მეტი ყურადღება მიაქციეთ 7-10 დეკემბრის მონაკვეთს, ამ მონაკვეთში დიდად სასრურველი არაა ფართომასშტაბიანი პროექტების წამოწყება და რეორგანიზაციული პროცესები ❗️

➡️ მეტად დაკავდით პრაქტიკული ვარჯიშით, ლოცვით, ბუნებასთან და თქვენს ჰარმონიულ გარემოსთან კონტაქტით. 

➡️ რაც შეეხება 6 დეკემბრის ერთ-ერთ მთავარ ასტრონომიულ ამბავს - ეს იქნება, როგორც მაღლა აღვნიშნე გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკურის გადაბრძანება ♑️ თხის რქას ზოდიაქოს ნიშანში, რაც გაგრძელდება მომდევნო 2023 წლის 11 თებერვლამდე. 

➡️ ეს კი, ბუნებრივია, რომ სოციუმში გამოიწვევს მეტ პრაგმატიზმს, ყურადღება უფრო მკაფიოდ და მკვეთრად მიექცევა დეტალებს, პრაქტიკულ მუშაობას, ამტანობას, დამოუკიდებლობას, მოუწევს ბევრს, რომ უმნიშვნელო საკითხებსაც კი დიდი დრო დაუთმოს და პასუხისმგებლობა თითოეულ ნაბიჯზე გამოავლინოთ. ❗️

📌 ურთიერთობაშიც შეიძლება იგრძნოთ ოდნავ მეტი სიცივე, ემოციების ზღვა იქნებოდა თქო ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, ახალი წელიც მეტად კონკრეტულ მიზნებსა და პრაქტიკულ რიტუალურ საკითხებზე იქნება გათვლილი, არა ისე, როგორც ეს წინა წლებში ხდებოდა. 

📌 რადგანაც 29 დეკემბრიდან დაიწყებს მერკური უკუსვლით მოძრაობას, ამიტომ დრო საინტერესოა, ცოტა უჩვეულოც, ცივი და სუსხიანი, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ იქნება კარგად და მშვენივრად ვიზეიმებთ ახალი წლის შემობრძანებასაც. ✅

➡️ კიდევ ერთხელ განვმეორდები, დრო მეტად ხელსაყრელი და სასიკეთო იქნება იმ ადამიანთათვის, რომლებიც გამოავლენენ მეტ შეუპოვრობას, დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას და პრაგმატიზმს. ბევრი თქვენგანი სამომავლოდ შეიძლება დააწინაურონ კიდეც. ✅

📌 ამ და სხვა პოზიტიური სურვილებით და პატივისცემით, გისურვებთ ბედნიერ დღეებს! 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713184236

ახალი ამბები

ეს არის შეკვეთილი პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის - ძალით კაცის შესრულებით, ეს იყო დაგეგმილი და ამის მტკიცებულება მაქვს - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მასზე ალეკო ელისაშვილის თავდასხმა შეკვეთილი პროვოკაცია იყო. მისივე თქმით, მას ამის მტკიცებულებაც აქვს. უმრავლესობის ლიდერმა ამ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომ...

პოლიტიკოსები

1713180840

ახალი ამბები

ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ს...

ზოგადი

1713178109

ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ - უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, - ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას...

ზოგადი

1713171473

ახალი ამბები

მიმაჩნია, რომ ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე - სახალხო დამცველი

პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უკვე 2 საათია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებისას, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ სხდომაზ...

ზოგადი

1713168000

ახალი ამბები

მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს - მამუკა მდინარაძე

მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზ...

ბბბ