ხათუნა ნოელის ასტროლოგიური პროგნოზი 17 იანვრის სავსემთვარეობის შესახებ - “ვის დედამთილთან მოუწევს ჭიდილი, ვის - მეორე ნახევართან“

დღეს 17 იანვარია, ამაღამ, 03:48:20-ზე სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის 27°51′-ზე.

მზე - მთვარის ოპოზიციას ემატება მზის შეერთება პლუტონთან, რაც აქტუალურს გახდის ძალაუფლებისა და კონტროლის საკითხებს ხელისუფლების მხრიდან. სავარაუდოდ მომდევნო ორი კვირის მანძილზე სწორედ ეს თემები წამოიწევს წინ. თუმცა დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ახლა საუბარი არ იქნება. ეს უფრო შიდა პოლიტიკურ სამზარეულოში გავლენის სფეროების გადანაწილების მცდელობას ჰგავს. თუმცა ეს არც ისე იოლი გასაკეთებელი იქნება, ვინაიდან მიმდინარე პერიოდში მოკავშირეების პოვნა საკმაოდ საორჭოფო საქმეა...

რაც შეგეხება უბრალო მოკვდავებს, ჩვენს ცხოვრებაშიც ძალაუფლების გადანაწილებაზე იქნება აქცენტები დასმული, ვის დედამთილთან მოუწევს ჭიდილი, ვის - მეორე ნახევართან, ვის - უფროსობასთან და გავლენიან პირებთან...

სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს მოკრიმინალო ელემენტებთან ურთიერთობაში. ერიდეთ მიწისქვეშ გვირაბებში/ მღვიმეებში, შახტებში ჩასვლას, მით უმეტეს თუ ატყობთ, რომ ავარიულ მდგომარეობაშია, ვინაიდან და რადგანაც ურანი რეტროგრადულობის ფაზიდან გამოდის, მაგრამ 22 იანვრის ჩათვლით სტაციონარულია და “გუგუნებს“ ურანული მკვეთრი, მოულოდნელად თავს დატეხილი ამბებით. შარისაგან თავი შორს.... პლუს 22-მდე თავი კიდევ ცოტა ხნით შეიკავეთ ტექნიკის შეძენისაგან.

ხვალიდან კვანძები შეიცვლიან ღერძს და დაღმავალი მორიელში გადავა, აღმავალი კუროში. აქედან მოყოლებული, წელიწად-ნახევარი ერიდეთ საკრედიტო დაწესებულებებს. ეცადეთ ყველაფერი საკუთარი რესურსების ხარჯზე გააკეთოთ.
სულ ეს იყო ძალიან მოკლედ. წარმატებებს გისურვებთ

ასტროლოგი: ხათუნა ნოელი

სხვა სიახლეები:

📌 "ვწუხვარ, ვიზიარებ – თქვი და მერე გააგრძელე ის შენი სხდომა" - ინგა გრიგოლია პრემიერის გამოსვლას ეხმაურება

📌 ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს

📌 ქართული ფილმი “გუშაგები” იტალიაში ფესტივალზე იქნება ნაჩვენები

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1653059891

სოციალური მედია

"ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ" - ზვიად კვარაცხელია

გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს: "ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ. ყველა...

ზვიადი

1653058260

ახალი ამბები

"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას და საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვ...

საპატრიარქო

1653057000

ახალი ამბები

"არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას გული გაუსკდა" - ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია

ბორჯომში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდი 17 წლის ლუკა ლეკიშვილია, რომელიც ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი იყო. "საშინელება ტრიალებს, ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია...

მოზადი

1653055500

ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამი...

ლარის კურსი

1653054834

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალ...

წვიმიანი