"მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ..." - რას წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ გვესაუბრება, რომელიც ძალაში სულ რამდენიმე დღეში შევა:

"მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ ამ კვირის ზოგადი ფონი ძალზე კარგია.

რადგან ცაზე ძირითადად ჰარმონიული ასპექტები იყრიან თავს, და დასახული მიზნების მიღწევაში გვეხმარებიან.

ასე მაგალითად მთელი კვირას ფონად გასდევს მზისა და წარმატების და დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერის ურთიერთჰარმონიული განლაგება.

21 ნოემბრიდან მზე სწორედ იუპიტერის მიერ მართულ მშვილდოსანში იმოძრავებს , მივულოცავ ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს მომავალ დაბადების დღეებს და ბედნიერ სოლარს ვუსურვებ!

ეს პერიოდი წარმატების მომტანია ხოლმე როგორც თავად მშვილდოსნებისათვის, ისე ცეცხლის სტიქიის სხვა ნიშნებისთვისაც, თავიანთი ინტერესების გატარებას შეძლებენ მერწყულებიცა და სასწორებიც.

დასახული გეგმების განხორციელების განსაკუთრებული შანსები აქვთ აგრეთვე პოლიტიკოსებს, ლექტორებს და პროფესორ–მასწავლებლებს, მოგზაურებს.

ძალზე კარგი დროა სამეცნიერო, შემოქმედებითი და ინტელექტუალური მუშაობისთვის, ასევე იურიდიული პრობლემების მოგვარებისა და სასამართლო საქმის წარმოებისთვის, სხვადასხვა სახის განცხადებებისა და საჩივრების განხილვისთვის.

წარმატებული იქნება საზღვარგარეთ მივლინებებიც.

რეკომენდებულია გაერთიანებების, საზოგადოებების, კლუბების ჩამოყალიბება, პოლიტიკური პარტიის რეგისტრაცია,სამსახურისა და ახალი საქმეების დაწყება,მოხსენებით გამოსვლა, საჯარო ლექციების ჩატარება, ცოდნის შეძენა, გამოცდების ჩაბარება.

წარმატებით შეგიძლიათ ახალი ნაცნობობა გააბათ.

განსაკუთრებით კი უცხოურ ფირმებთან კონტაქტების დასამყარებლად შეგეწყობათ ხელი.

ამ დღეებში დაწყებული რომანტიული ურთიერთობა დიდხანს შენარჩუნდება, თუ ორივე პარტნიორს მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს და ერთმანეთის პირად თავისუფლებას პატივს სცემს. ეს ურთიერთობა დაგეხმარებათ ახალი სოციალური ( მაღალი) საფეხურის მოპოვებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამ კვირაში გახლავთ -24 ნოემბრის ახალმთვარეობა თბილისის დროით 02:57-ზე მშვილდოსნის ნიშნის მე-2 გრადუსზე.

მზე, მთვარე მერკური და ვენერა ერთად იყრიან თავს ცის კაბადონზე. თუმცა რასაკვირველია ახალმთვარეობის დროს ღამის მნათობი საერთოდ არ ჩანს ხოლმე არც დღისით, არც ღამით, ის მზის სხივებში იკარგება.

ახლმთვარეობა მშვილდოსანში - ეს ის დრო გახლავთ, როდესაც ჩვენში მომავლის იმედები ისახება, ადამიანები ენთუზიაზმით იმსჭვალებიან და საკუთარი შესაძლებლობების უპირობოდ სჯერათ.

ზოგ შემთხვევაში ასეთი თავდაჯერებულობა ცოტათი გადაჭარბებულიც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ახალმთვარეობის ჟამს მარსისა და ნეპტუნის კვადრატი გვაქვს და ეს ჩვენს ნაბიჯებს ილუზორულობის საბურველში ახვევს.

ახალმთვარეობის ზეგავლენა გამოკვეთილად შესამჩნევი და სასიკეთო იქნება მშვილდოსნის, ლომებისა და ვერძის პირველ გრადუსებზე დაბადებული ადამიანებისათვის. ხოლო ტყუპების, თევზების და ქალწულის მე2 გრადუსის ახლოს დაბადებულებს , ან მათ ვისაც აქ პირადი პლანეტები ჰყავთ, შესაძლოა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა სირთულეები მოუტანონ.

ამიტომ ვიდრე რამეს გადაჭრით გადაწყვეტდეთ, კარგად აწონ - დაწონეთ ყველაფერი.

სამაგიეროდ კარგი პერიოდია საკუთარი თავის მოტყუებაზე ხელის აღებისთვის, თვალების ფართოდ გახელისა და რეალობისთვის გასწორებისთვისაც.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლებისათვის ახალმთვარეობის, მისი წინა და მომდევნო დღეები მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იქნება.

როგორც იცით, მთვარის ფაზის ცვლილება უკვე წინადღით იგრძნობა ხოლმე და ზეგავლენა მომდევნო დღეზეც გადადის.

შესაბამისად, 23, 24 და 25 რიცხვებში უნდა ყურადღებით ვიყოთ ყველანი განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა- მთვარე ყველასთვის საერთოა მთელ პლანეტაზე და მისი ენერგეტიკა ყველას გადმოგვეცემა.

ამ დროს იმუნიტეტი სუსტდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია გავუფთხილდეთ ორგანიზმს, არ გადავტვირთოთ, ჩავიცვათ ამინდის შესაფერისად, მოვერიდოთ გაციებას და რაღა თქმა უნდა მოვერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ამას გარდა უშუალოდ ამ დღეს არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების წამოწყება.

განსაკუთრებით კი ქირურგიული ჩარევებისათვის არის ეს დღე უკუნაჩვენები.

არარეკომენდებულია ახალი საქმეების წამოწყება, მით უმეტეს ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პროექტებისა.

ნუ მოაწერთ ამ დღეს ხელს კონტრაქტებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, არასასურველია მოგზაურობის წამოწყება, უმჯობესია აკეთოთ ყოველდღიური, ჩვეული საქმეები, შეგახსენებთ, რომ ეს ზოგადი პროგნოზია და უფრო მეტი სიზუსტისთვის საჭიროა პირადი რუკა.

კიდევ 1 მოვლენა, რითაც 24 ნოემბერი საინტერესოა ჩვენთვის - ამ დღეს იუპიტერი გახდება დირექტული.

ვინაიდან ის ჯერჯერობით თევზების ზოდიაქოში იმოძრავებს, უფრო მეტ წარმატებებს წყლისა და მიწის სტიქიის ნიშნებს მოუტანს.

თუმცა არც დანარჩენი ზოდიაქოებისათვის იქნება ცუდი იმ შანსების გამოყენება, რასაც რეტროგრადულობიდან დაბრუნებული იუპიტერი იძლევა-ანუ ყველაფერი ის, რაც მშვილდოსნურ თემატიკას თემას ეხება და რაზედაც ზევით უკვე ვისაუბრეთ...

რეტროგრადული იუპიტერის პატრონებს კი პირიქით - ამ ხნის მანძილზე რაკომენდაციას გავუწევდი ნაკლები აქტივობა გამოეჩინათ კარიერული წინსვლისათვის ზრუნვაში, იურიდიული საკითხების მოგვარებაში, უცხოეთთან ახალი კავშირების მოძიებაში და ახალ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვაში.

აჯობებს მომდევნო რეტროგრადულობამდე უკვე წამოწყებული საქმეების დასრულებისათვის გამოიყენოთ, რაშიც მე, - თქვენი ხათუნა ნოელი, გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს", - წერს ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* როგორ მოხვდა ბერბერული მაკაკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეზოში? - "სინამდვილეში მამათა და შვილთა ბრძოლის კლასიკური სცენა გათამაშდა და დაჩაგრულმა უმცროსმა დაჰკრა ფეხი და სახლიდან გაიქცა"

* ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისთან მატჩის წინ, პროტესტის ნიშნად, ჰიმნი არ იმღერეს

* აშშ-ს ელჩი: ვაგრძელებთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები