ნახეთ რა გელოდებათ, 24 იანვრიდან 30 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 24 იანვრიდან 30 იანვრის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს გარკვეულწილად შეაფერხებს. მოვლენები და ადამიანები თქვენს გარშემო ავლენენ სიზარმაცეს, ჩნდება საქმეების გადადებისაკენ მიდრეკილება. თქვენი განწყობაც შესაბამისია და ამდენად, ახლა ჯობია უშფოთველად დაისვენოთ. ამას გარდა, თქვენთვის მართლაც რომ კარგი ეტაპია დასაფიქრებლად, სხვათა შეხედულებებისაგან გასანთავისუფლებლად. ამ ეტაპზე პარტნიორის ჭეშმარიტი სახეც სრულფასოვნად გამოჩნდება.  დიდი დოზით გრძნობთ საკუთარ თავთან ჰარმონიას, რაც ყოველთვის ნამდვილად არ ხდება.

ბოლო პერიოდში უყურადღებოდ დაგრჩათ ოჯახის წევრებთან, ნათესაურ კლანთან  ურთიერთობა. ეს კვირა გამოყავით ამ ვალის გადასახდელად. მოიკითხეთ და მოინახულეთ ისინი.

გადასარევი დროა სწავლის, რაიმე კურსების დასაწყებად, გამოცდების ჩასაბარებლად. ზოგადად თქვენი პროფესიონალიზმის, მენტალური უნარების გამოსავლენად.

კურო ♉

თქვენს ნიშანთან ამ პერიოდში ვლინდება ერთგვარი ენერგეტიკული ჩაკეტილობა. ახლა არავის და არაფრის თავი არ გაქვთ. განსაკუთრებით გღლით დაუპატიჟებელი სტუმრები და ფუჭად მოლაპარაკე ადამიანები. შესაძლოა, მართლაც რომ ზედმეტს ითხოვს გარემო თქვენგან, რაც განაპირობებს თქვენს თავდაცვას. მიმდინარე კვირა ხელს უწყობს თქვენს გარშემო არაკეთილმოსურნე ადამიანების გამოვლენას. ტყუილის ენერგია ახლა ვეღარ დაფარავს თავს.

დაუკვირდით ვინ გიტევთ, ვინ გახვევთ თავზე კომუნიკაციას, ვინ გაწუხებთ თხოვნებით, ვინ გართმევთ პირად დროს, სწორედ იქაა საძებარი „ვამპირული“ დამოკიდებულება თქვენს მიმართ.

ბოლო პერიოდიდან ვალად გადმოგყვათ წვრილმანი მოუგვარებელი საქმეები. პირველ რიგში მოიცილეთ ყველაფერი „გაფუჭებულის“ ენერგია. შეაკეთეთ ყველა ნივთი საკუთარ სახლში, ხოლო ის რაც არ აღდგება, გადააგდეთ. გააკეთეთ საოჯახო შენაძენები, რაც ხელს შეუწყობს ძველი და დაბინძურებული ენერგიის ახლით ჩანაცვლებას.

ტყუპები ♊ 

მიმდინარე პერიოდი თქვენი ნიშნისათვის ერთგვარი ჩაკეტილობით გამოირჩევა, როცა თავად არ ხართ განწყობილი თვალი გაუსწოროთ სინამდვილეს თქვენს გარშემო და პირად ილუზიას ეჭიდებით. რაღაცას  ვერ ხედავთ იმიტომ, რომ  დანახვა არ გსურთ. ამ პერიოდში თქვენთვის კარგია განმარტოება ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, საკუთარ ქვეცნობიერში და ფიქრებში ჩაღრმავება. ახლა გარშემომყოფთა შეხედულებები და შეფასებები ვერ გამოგადგებათ. თავად თქვენი გადასაწყვეტია გჭირდებათ თუ არა „ვარდისფერი სათვალის“ ჩამოხსნა.

ბოლო პერიოდის მოვლენების შედეგად, კუდად მოგზდევთ გარკვეული ენერგეტიკული დავალიანება, კერძოდ: ბალანსისა და წონასწორობის დაცვის აუცილებლობა. გადახედეთ სად გაქვთ დისბალანსი, რა გადადეთ შორ მომავალში, სად ვერ აიღეთ პასუხისმგებლობა. თქვენთვის დადგა ქმედებისა და ყველაფერში „ოქროს შუალედის“ დაჭერის დრო.

კირჩხიბი ♋ 

ამ პერიოდში თქვენი ნიშანი ერგვარად ჩარჩენილია წარსულის ენერგიებში, იქნება ეს სამშობლოს ან სახლის ნოსტალგია, ადრინდელი პირადი ურთიერთობა თუ სამსახური. ამის გამო შესაძლებელია ვერ ხედავდეთ თქვენს გარშემო არსებულ სიახლეებს, დადებით პერსპექტივებს, სამეგობროდ განწყობილ ახალ ადამიანებს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს მიჯაჭვულობები განეგატივებთ კიდეც. რეალურად მართლა დროა სიახლეებში შესასვლელად. მზად ხართ ახალი ენერგიით და შემართებით, სრულიად გაუკვალავი გზით სიარულისათვის. 

ამავდროულად, ბოლო დროის მანძილზე გარკვეული ენერგეტიკული დავალიანებაც დაგიგროვდათ. ზოგიერთის შემთხვევაში ესაა წვრილმანი ვალები ან დროებით მოხმარებაში აღებული ნივთები. ხოლო, ზოგიერთის შემთხვევაში კი ემოციური დავალიანება, არ თქმული მადლობა ან არ გაკეთებული საჩუქარი. ამდენად, ეცადეთ გადახედოთ დავალიანებებს და მოიცილოთ ენერგეტიკული მევალეები, რათა განთავისუფლდეთ ნეგატივისაგან.

ლომი ♌

თქვენი ნიშნისათვის უჩვეულოდ განსხვავებული ენერგეტიკის კვირაა. ახლა თქვენი საფირმო მიზანსწრაფულობა, ლიდერობა, შედარებით მოდუნებულია და ის გზას უთმობს გამძაფრებულ ემოციებს, ვნებებსა და ინტუიციას. ამ ეტაპზე ეს ახალი ვიბრაციები თქვენთვის სიკეთის მომტანია, რადგან კარგი დროა გარე მტრების, ჩასაფრებული ადამიანების, ზურგს უკან მიმდინარე მოვლენების გასაშიფრად და გამოსავლენად. ახლა თქვენი მზერა და თვალი ყველაზე ბნელ კუნჭულებსაც კი სწვდება.

ბოლო პერიოდში ვალად დაგრჩათ გარკვეული კონკურენციის გვერდის ავლა. ის რაც ადრე დაიზარეთ, არ მოგინდათ ჯიბრისა და აგრესიის გამოვლინება, არ შეხვედით დაძაბულ დებატებში, ენერგეტიკულად არსად არ წავიდა. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში დაუბრუნდებით ასეთ გადადებულ საქმეებს და დააფიქსირებთ თქვენს მოთხოვნებს.

დადებითი პერიოდია საგვარეულო ქონებერივი საკითხების მოსაგვარებლად, მამაპაპისეული ადგილების მოსანახულებლად და მათი სულების მოსახსენიებლად.

ქალწული ♍ 

თქვენი ნიშნის გარშემო მიმდინარე ეტაპზე შესაძლოა გამოიკვეთოს  ზოგადად მოღალატეობრივი დამოკიდებულება. ახლა  ყველაფერი თქვენეული, იქნება ეს სამსახური თუ  შემოსავლები, რაიმე სახის შენაძენი, კარგი პარტნიორი, იზიდავს არაკეთილმოსურნეთა თვალს. ადამიანებს უჩნდებათ თქვენი სიკეთეების მითვისების სურვილი.  გაუფრთხილდით მატერიალურ და მენტალურ ფასეულობებს. არ ისაუბროთ მიღწევებზე, გეგმებზე, შემოსავლებზე, ზოგადად წარმატებებზე. ამ ეტაპზე, ყველა ასპექტში  ზედმეტი ეჭვიანობა ჯობია თქვენი მხრიდან, ვიდრე ყურადღების მოდუნება. თუმცა არ გაგიჭირდებათ საფრთხის შემცველი ადამიანების ამოცნობა, რადგან ახლა სწორედ ერთგვარი მაგიური შესაძლებლობები აქტიურდება თქვენში. საკუთარი ქვეცნობიერი კარგ სამსახურს გიწევთ და ამიტომ ენდეთ მას.

წარსული ეტაპიდან მოყოლებული, დაგიგროვდათ ჩაკეტილობის, ცივი დამოკიდებულებების ენერგეტიკული ვალი. მეტი სითბო და მეგობრობა გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ.

სასწორი ♎

მიმდინარე პერიოდი თქვენთვის სრულიად ახალი ციკლის დასაწყისი ხდება ბევრი მიმართულებით. აქ შესაძლოა მიიღოთ დიდი ცვლილებების გადაწყვეტილება ან არსებული სიტუაცია გადაიყვანოთ სრულიად ახალ ეტაპზე. ნამდვილად კარგი დროა გლობალური ცვლილებებისათვის, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის ან ქვეყნის შესაცვლელად, პირად ურთიერთობაში შესასვლელად ან მის დასახურვად. ამ ეტაპზე საკუთარ თავთან ხართ არნახულად ჰარმონიული, ზუსტად გესმით რა ქვეცნობიერი სურვილები. ახლა არცაა რეკომენდებული პირადი გადაწყვეტილებების სხვებთან განხილვა და სხვისი აზრის გათვალისწინება.

ერთგვარი ემოციური დავალიანებაც კი გაქვთ სამყაროსთან, სადაც ამ დრომდე მოგაქვთ შელახული, ვადაგასული ურთიერთობები, გაზავებული ბევრი წყენითა და გულისტკივილით.

ახლა თქვენში მაღალია მომპოვებლობის, ბრძოლის უნარი. ამდენად, ენდეთ საკუთარ თავს, დათმეთ თქვენთვის უკან დამხევი სიტუაციები და გაიხედეთ წინ, საკუთარი თავის იმედად.

მორიელი  ♏

მიმდინარე პერიოდი თქვენი ნიშნისათვის სასიკეთოდ რეზონირდება ყველა სამართლებრივ საკითხთან მიმართებაში, იქნება ეს მართლა სამართლის აღდგენა თქვენს მიმართ, კუთვნილის დაბრუნება თუ დამსახურებული აღიარება. კარგი დროა ყველაფერი ტრადიციულის, რელიგიურის, შაბლონურის განსახორციელებლად. ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად, ქორწინებისათვის.  ახლა არგუმენტირებულად და ჭკვიანურად იგერიებთ თქვენს მიმართ წამოსულ ყველანაირ ზეწოლასა და კრიტიკას. ამდენად, ყველა სადავო საკითხში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხართ ძლიერი და წარმატებული.

ამ ეტაპისათვის თქვენი ენერგეტიკული დავალიანებაა სუსტებისა და გაჭირვებულების თანადგომა, სხვის მდგომარეობაში შესვლა და სამართლიანი სიტყვის შეშველება უშიშრად და გაბედულად.

კარგი დროა შენაძენებისათვის, საკუთარი სიამოვნებების დასაკმაყოფილებლად მატერიალურ დონეზე.

მშვილდოსანი ♐

ამ კვირის ენერგეტიკა თქვენს გარშემო სწრაფად ავითარებს მოვლენებს. ახლა ყველა პარტნიორი, იქნება ეს პირადი თუ საქმიანი, ენერგეტიკულად თქვენს რელსებზეა გადმოსული და შესაძლებლობა გეძლევათ მოკლე ვადებში განახორციელოთ თქვენი მიზნები. ამჟამად თქვენი ლიდერის უნარები პიკს აღწევს. ყველა საქმეში და ურთიერთობაში თქვენ ხართ „დირიჟორი“, სადაც საქმეების დელეგირება, მოვლენების  მართვა  თქვენი მოვალეობაცაა და თქვენი უნარიც.

პერიოდი იმდენად დადებითია, რომ არ ღირს  გაზარმაცება, საქმეების გადადება. ახლა შეგიძლიათ რვაფეხასავით ერთმანეთის  პარალელურად იმუშაოთ ბევრი მიმართულებით, აწარმოოთ მოლაპარაკებები, თქვენს გეგმებში ჩართოთ ბევრი ადამიანი და მიიღოთ შედეგები.

ბოლო პერიოდის განმავლობაში უყურადღებოდ დაგრჩათ სამყაროსთან, უმაღლეს ძალებთან  კომუნიკაცია. არადა ყოველი ფეხის ნაბიჯზე გაქვთ მათი მინიშნებები. მადლობით მიიღეთ და გამოიყენეთ ისინი.

თხის რქა ♑

მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის მოაქვს ზუსტი პასუხები, შედეგები, იმ საკითხებთან მიმართებაში სადაც ბევრი იშრომეთ და დაიმსახურეთ წარმატება. ყველაზე არეულ სიტუაციებშიც კი დადგინდება თქვენი სიმართლე. განსაკუთრებით გაგიმართლებთ სასამართლო პროცესებში, ასეთის არებობის შემთხვევაში. კარგი დროა ყველაფერი დამსახურებულის მოთხოვნისათვის, შეხსენებისათვის, საკუთარი ღირსების დასაცავად და თვითშეფასების ასამაღლებლად, ასევე, ნამდვილი ემოციების გამოსამჟღავნებლად. ამდენად, ახლა დროულია კომუნიკაციის აღდგენა ყველა ადამიანთან, პირად ურთიერთობაში  გააქტიურება, თუნდაც ახალ სანაცნობო წრეში აქტიურად ტრიალი და ახალი ფლირტის წამოწყება.

ზოგადად დაგიგროვდათ დავალიანება სიახლეებთან მიმართებაში. გადახედეთ თქვენს ყოველდღიურობას, ხომ არ ხართ გარკვეულ უმოძრაობაში. დაიწყეთ ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში, ახალი ემოციებითა და ახალი ინტერესებით.

მერწყული  ♒ 

მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს აღავსებს დიდი შარმით, წარმატებისა და მიმზიდველობის ენერგიით. პერიოდი ხელს უწყობს მაღალი სამსახურებრივი პოზიციის მოპოვებას ან უკვე არსებულის მტკიცედ დამკვიდრებას, ახალი სამსახურის პოვნას, მატერიალურ წინსვლასა და ზოგადად წარმატებულობას ყველა მიმართულებით. შესანიშნავი დროა სწავლის დასაწყებად. მაღალია თქვენი მენტალობა, მიხვედრილობა, რაც საშუალებას გაძლევთ სწორედ ახლა ამოხსნათ ის დაფარული ამოცანები, რაც ადრე არ გამოგდიოდათ. ასევე, წარმატებით განხორციელებადია თქვენი პირადი საიდუმლო ქმედებები, ასეთი საჭიროების შემთხვევაში.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვალად მოგყვებათ ბუნებასთან გაუცხოების დავალიანება. ალბათ უკვე დროა იფიქროთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, გადახედოთ დღის რეჟიმსა და საკვებ რაციონს. კარგი დროა ვარჯიშის, დიეტის, კოსმეტიკური პროცედურების დასაწყებად.

თევზები ♓

კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს ფართოდ უხსნის ყველა დაკეტილ კარს, განთავისუფლდებით რა ყველანაირი ჩარჩოებისაგან. თუ რომელიმე თქვენგანის ოჯახის წევრი იმყოფება თავისუფლების შემზღუდავ  დაწესებულებაში, შესაძლოა შეეხოს რაიმე სახის ამნისტია. ზოგიერთის შემთხვევაში ეს იქნება ვალებისაგან თავის დაღწევა, ზოგიერთებთან კი ოჯახურ-საზოგადოებრივი მარწუხებისაგან განთავისუფლება. კარგი დროა მოგზაურობისათვის, საცხოვრებელი ადგილისა და სამსახურის შესაცვლელად. თუმცა, არ არის რეკომენდებული ამ სიახლეებთან მიმართებაში საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ამ ეტაპზე, ისე როგორც არასდროს, გმართებთ ინფორმაციულად აბსოლუტური ჩაკეტილობა, საიდუმლოების დაცვა.

ბოლო პერიოდიდან ენერგეტიკულ დავალიანებად მოგყვებათ უბრძოლველად დათმობილი სიტუაციები, სადაც უკან დაიხიეთ და თავი აარიდეთ საკუთარი ინტერესების დაცვას. ერთმნიშვნელოვნად გევალებათ საბრძოლო-დამცველობითი ენერგიების გააქტიურება.

წყარო: „HER MIT“

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714048426

ახალი ამბები

„თანასოფლელს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

ქვემო ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლ...

დაკავება

1714048236

ახალი ამბები

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1714047638

ახალი ამბები

„საქართველომ ისტორიულ ქარტეხილებს იმით გაუძლო, რომ ერს შეეძლო სწორად გაეცა პასუხი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისათვის“ - დავით მათიკაშვილი

„საქართველოს მუდმივად ჰქონდა გამოწვევები. იყო გარკვეული პრობლემები, რომლებსაც ქართველი ხალხი ადეკვატურად უმკლავდებოდა, პასუხობდა ამ გამოწვევებს და ხშირად დასმულ კითხვაზე - რამ გადაგვარჩინა, როგორ მოვე...

პოლიტიკოსები

1714046396

ახალი ამბები

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოგისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართ...

თავდაცვის ძალები

1714043297

ახალი ამბები

„აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის“ - სოზარ სუბარი

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზ...

პოლიტიკოსი სოზარ სუბარი