რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბერს - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ნოემბერს - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.
ვერძი
ერთი შეხედვით, ამ დღეს მიღებული წინადადებები ძალიან მიმზიდველია, მაგრამ მათ მაინც აქვს ხარვეზები. ამიტომ დაჟინებით გირჩევენ, ათასჯერ დაფიქრდეთ, სანამ პასუხს გასცემთ. გახსოვდეთ, რომ დღეს აჩქარება სახიფათოა.
კურო
ამ დღეს კუროსთვის სიზარმაცე უფრო საზიანოა, ვიდრე ოდესმე. დროა, თქვენს მომავალზე იზრუნოთ, თუმცა ნუ ეცდებით რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას, თორემ გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ.
ტყუპები
დღეს კომპანიის ცენტრალური ფიგურა იქნებით. თქვენ გარეშე ვერ ჩაივლის ვერცერთი საუბარი ან კამათი. შესაძლოა, უფროსმა რამდენიმე დამატებითი დავალება მოგცეთ და ეცადეთ, პირველ რიგში, მათ გაუმკლავდეთ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სერიოზულობა გამოიჩინოთ. ეს ეხება როგორც ურთიერთობებს, ისე სამსახურს. ნუ მიუშვებთ მოვლენებს თვითდინებაზე და ეცადეთ, ყველაფერი აკონტროლოთ. რაც მთავარია, დროა დაასრულოთ ის, რაც ოდესღაც დაიწყეთ და დაივიწყეთ.
ლომი
ამ დღეს ყურადღების მიქცევას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საღამო ხმაურიან კამპანიაში გაატაროთ. დიდი ხანია, საკუთარი „ნაჭუჭიდან“ არ გამოსულხართ, ამიტომ თქვენთვის ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან სასარგებლო იქნება. ვინ იცის, იქნებ ის შეხვედრაც გელით, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.
ქალწული
ეცადეთ, ამ დღეს ნაკლებად იმპულსური იყოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მეტი დისციპლინა და პასუხისმგებლობა გმართებთ, რათა სამსახურში პრობლემები არ შეგექმნათ და რაც მთავარია, დაუჯერეთ გამოცდილ კოლეგებს.
სასწორი
ამ დღეს თქვენი შრომა უშედეგოდ არ ჩაივლის. რაც უფრო რთულია თქვენი დავალება, მით უფრო მეტი დამხმარე გამოგიჩნდებათ. ყურადღებით მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. ეს შეცდომების თავიდან აცილებაში და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. არსებობს შანსი, რომ საღამოს ფინანსური შემოსავალი მიიღოთ, რაც ამ რთულ დროს ძალიან გამოგადგებათ.
მორიელი
ნუ იქნებით სხვა ადამიანების იმედად და ნუ ელით მხარდაჭერას. საკუთარი საქმე ყველას დაუხმარებლად და მშვიდად უნდა აკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეცდომა დაუშვათ და მის გამოსწორებაზე დიდი დრო დახარჯოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ ახალ საქმიან წინადადებებს, თუნდაც ძალიან წარმატებული გეჩვენოთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა. ბრაზი და წყენა ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა.
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. შეეცადეთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ და პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას.
თხის რქა
ამ დღეზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ნახევარი უამრავ დადებით ემოციას მოგანიჭებთ. უახლოესი მეგობრები მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. სავარაუდოდ, მხიარულ წვეულებაზე მიგიწვევენ, მაგრამ ეცადეთ იქ დიდხანს არ გაჩერდეთ.
მერწყული
ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, რადგან ბევრს სურს, თქვენი ენერგია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. გამორიცხული არ არის, რომ პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგექმნათ, რომლებსაც ერთი მიზეზი აქვთ - ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
თევზები
ფრთხილად იყავით გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - ვიღაც თქვენთვის მახის დაგებას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ისეთი რამ წამოგცდეთ, რაც არავინ უნდა იცოდეს. ზედმეტი გულახდილობა კარგს არაფერს მოგიტანთ, ამიტომ გირჩევთ, საკუთარ საიდუმლოს უახლოეს ადამიანებსაც ნუ გაუმხელთ.
ასევე საინტერესოა:
🔵 ვინ არის ქართველი, რომელმაც The Voice of Greece-ის ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა
1713164760
ახალი ამბები"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო
საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...
1713159996
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...
1713094502
ახალი ამბებითავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა
სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა. სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...
1713092693
საზოგადოება18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად
18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად. გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...
1713092108
ახალი ამბები3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა
ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...