ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, 9 მაისიდან, 15 მაისის ჩათვლით

სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 9 მაისიდან, 15 მაისამდე შუალედში, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ვერძი

მიმდინარე კვირა ვერძებში სენსიტიურობას, ემოციურობას, მგრძნობელობას წევს წინა პლანზე, როცა თითოეული თქვენგანისათვის პირადი სივრცე და განმარტოებაში მოსული  სენტიმენტალური მოგონებები ძალიან ძვირფასი გახდება. პერიოდი განსაკუთრებულად შედეგიანად ჩაივლის ხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებისათვის, რადგან ახლა თქვენს გონებას დიდი რაოდენობით ეძლევა საკვები, რისი ტრანსფორმირებაც საინტერესო შედეგების მომცემია. ასევე, ამაღლებულია ზოგადად თქვენი სულიერება, თვითშემეცნებისაკენ სწრაფვა.

ეს ეტაპი  ხელს უწყობს ყველა ტიპის საქმიანობას, რომელშიც უარს არ იტყვით  პარტნიორების, მეგობრების, კომპეტენტური პირების დახმარებაზე. ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხები არ გადაწყვიტოთ მარტო თქვენ,  საქმიან ვიზიტებზეც კი წაიყვანეთ თუნდაც უფუნქციო ადამიანი.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად არ გამოგადგებათ უმოქმედობა. ეცადეთ არ ჩაჰყვეთ მოდუნების, სიზარმაცის ენერგიას, რადგან თქვენთვის ახლა გაჩერება, ერთგვარად  უკან დახევას უდრის. 

კურო 

მიმდინარე ეტაპი თქვენი ნიშნისათვის „მოსავლის აღების დროა“ ყველა თემატიკაში. ზოგი კურო თავისი შრომის შედეგად მიიწევს წინ, ზოგს ფულადი მოგება აქვს, ზოგი პირადში ვითარდება  და ა. შ.  ერთმნიშვნელოვნად, ყველაზე უნაყოფო და უიმედო სიტუაციებშიც კი, სადაც სხვას არ აქვს მოგება და წარმატება, თქვენ კმაყოფილი და წარმატებული ხართ.

ასევე, თითოეული თქვენგანი ამ კვირის განმავლობაში გახდება ძალიან კარგი ინფორმაციის, ამბის მომსწრე. ეს სასიხარულო ინფორმაცია ან პირადად თქვენ გეხებათ, ან თქვენს ძალიან ახლობელ ადამიანს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, პირდაპირ თუ ირიბად, თქვენთვის სასიკეთოა. ასევე, შესაძლოა ეს იყოს რაიმე დაყოვნებული საბუთის, მემკვიდრეობის, საჩუქრის მიღება

ამ პერიოდში მოერიდეთ ყველანაირ თავის გადამეტებას, თვითგანდიდებას, თუნდაც ეს იყოს თქვენი პროფესიონალიზმის, მიღწევების აღნიშვნა. ახლა „ეშმაკს არ სძინავს“. შესაძლოა ვერ დაიცვათ ზღვარი ქმედებაში და საუბარში, რაც გააღიზიანებს გარშემომყოფებს და მოიტანს ნეგატივს.

ტყუპები

მიმდინარე კვირის ენერგეტიკა ბევრ თემაში ერთგვარად შეაჯამებს თქვენს წარსულ ქმედებებს, რის შედეგადაც ბევრი თქვენგანი დაინახავს ახლანდელი შედეგიანობის ან უშედეგობის ჭეშმარიტ მიზეზებს. ამას გარდა, ახლა შესაძლოა აღმოაჩინოთ რომ, ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა ნებაყოფლობით, საკმაოდ შეზღუდული გქონდათ გარე ფაქტორების რეალური აღქმა. ანუ, მეტ-ნაკლებად ცდილობდით ის მოცემულობა მიგეღოთ რეალობად, რაც თქვენ გსურდათ და გაწყობდათ, თუმცა თქვენს გარშემო სულ სხვა რეალობა არსებობდა. ამდენად, კარგი იქნება, თვალი გაუსწოროთ თუნდაც მტკივნეულ სინამდვილეს.

ახლა კარგი დროა ყველანაირი ქველმოქმედებისთვის, სუსტთა და გაჭირვებულთა, თუნდაც ცხოველთა მფარველობისთვის. ერთგვარად გევალებათ კიდეც ეს, ნეგატივის გასაწმენდად.

მაგრამ, ამ პერიოდში  თქვენი მთავარი დავალებაა ჩაკეტილობიდან გამოსვლა. ეცადეთ გახსნათ ყველა ფიზიკური თუ სულიერი კარი. მინიმუმ, სტუმრები მაინც მოიწვიეთ.

კირჩხიბი

თქვენი ნიშნისათვის ერთგვარი კარმული წმენდის პერიოდია მიმდინარე კვირის განმავლობაში. ახლა სამყაროსეული ხელი ყველა თქვენს ცხოვრებისეულ სარეველას, ფიზიკურ თუ სულიერ, ეგრეთ წოდებულ „მკვდარ ენერგიას“ ამოძირკვავს, რათა ადგილი მოსუფთავდეს ყველაფერი ახლისა და საუკეთესოსთვის. თუ ამ მიმართულებას თავად დაეხმარებით თქვენი გადაფასებებითა და შესაბამისი ქმედებების განხორციელებით, პერიოდი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ ჩაივლის.

გადახედეთ და შეაჯამეთ, რა არის ის, რასაც თვეებია არ მოაქვს შედეგები, მიუხედავად თქვენი მცდელობისა და მოლოდინისა. გევალებათ გაუშვათ ყველაფერი უიმედო, არაფრისმომცემი. ასე იგი ეს არაა თქვენი გზა და ვერასდროს, სწორედ თქვენივე შემდგომი  კეთილდღეობისათვის, სამყაროსეული წყალობის გამო, ვერ შეხვალთ იქ.

ამ ეტაპზე, ასევე გევალებათ აქტიური კომუნიკაცია, ემოციების გაცვლა-გამოცვლა საყვარელ ადამიანებთან. ეცადეთ არ იყოთ მარტო და ყველა მოვლენა გაიაროთ ახლობელთა თანადგომით.

ლომი

ამ კვირაში თქვენი ენერგეტიკისათვის აუცილებელია ისეთივე ცეცხლის სტიქიის ადამიანებთან ურთიერთობა, როგორიც თქვენ ხართ. ყველა ასპექტში ეცადეთ თქვენი დონის, გაქანების პირებთან ერთად წარმართოთ ყველა დიდი საქმე, სადაც შედგება ჰარმონიული ტანდემი და არავინ არ იქნება არავის უფროსი. ასეთი ალიანსი სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება თქვენთვის და მის  შესაქმნელად ახლა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია.

ამავდროულად, კარგი დროა ახალი იდეებისათვის, წამოწყებებისათვის. თუმცა, პირველადი ნაბიჯები ჯობია მარტომ გადადგათ, სანამ იდეა არ  გაძლიერდება და აღარაფერი არ იქნება სადავო.

ამ პერიოდში ეცადეთ არავის ხათრით ან ზეწოლით, თუნდაც შეცოდებით,  არ გადაუხვიოთ  თქვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. ახლა ყველანაირი დათბობა დიდ სინანულს მოგიტანთ.

ქალწული

თქვენი ნიშანი ახლა ძალიან გააქტიურდება ემოციურად, რაც უკვე იმის მაჩვენებელია, რომ ბევრი ქალწული შედის შეყვარებულობის, შფოთისა და სულიერი ფორიაქის  ტენდენციებში. თუმცა, მაინც ვლინდება მარტოსულობისაკენ მიდრეკილება, სადაც არავის არაფერს არ სთხოვთ და ცდილობთ გარე თვალისაგან დაფარულად ჩაიხედოთ საკუთარ ქვეცნობიერში.

ამ ეტაპზე გაქვთ განსაკუთრებული დაცულობა ყველაფერი ავისგან. რა ნეგატიური მოვლენებიც არ უნდა განვითარდეს თქვენს გარშემო, პირადად თქვენ რჩებით სისუფთავეში. ამ დროს, შესაძლოა უფრო კარგად დაინახოთ და აღიქვათ თქვენს გარშემო ვინაა გაბოროტებული.

კარგი პერიოდია ოჯახის წევრების, ახლობელი ადამიანების დასახმარებლად, მათზე პასუხისმგებლობის ასაღებად, რაც ერთგვარად ემსახურება თქვენს კარმულ წმენდას.

კვირის განმავლობაში განსაკუთრებით მოერიდეთ დაფარულ პირად ურთიერთობებს, იქნება ეს სასიყვარულო სამკუთხედი თუ უბრალოდ არა მისაღები კავშირი რაიმე ნიშნით.

სასწორი

თქვენი ნიშნისათვის ძალიან საკრალური პერიოდია, რადგან პირველყოვლისა თქვენი მერყეობა და გადაუწყვეტელობა უკან იხევს და გზას უთმობს საოცარ სულიერ სიძლიერეს. ამ ეტაპზე მშვიდად და აუღელვებლად, ბევრი მცდელობისა და თავგამოდების გარეშე შეგიძლიათ ყველა თქვენთვის საინტერესო თემაში სრული ბალანსის მოპოვება. ახლა ყველაზე აგრესიული და ჯიუტი ადამიანიც კი თქვენთან შედარებით უძლურია და გარკვეულწილად მორჩილი.

კვირის ფავოროტია სასიყვარულო ურთიერთობები, ზოგადად ემოცია. თუმცა, აქაც უჩვეულოდ დაბალანსებული ხართ, რაც ხელს გიწყობთ გონივრული ქმედებებისათვის. მართალია პერიოდი ხელს არ უწყობს ქორწინებებსა და ნიშნობებს, თუმცა თქვენს თავში გასარკვევად, ჩამოსაყალიბებლად და შემდგომი პერიოდის დასაგეგმად, შესაფერისი  დროა.

ამ ეტაპზე მოერიდეთ ყოველგვარ შეთანხმებებს, ხელშეკრულებების დადებას, რაიმე პირობის გაცემას, ზოგადად რაიმე სახის ვალდებულების აღებას საკუთარ თავზე.

მორიელი

თქვენი ნიშანი, ისე  როგორც არასდროს, ახლა ძალიან ახლოსაა ზოგადად სამყაროსთან. ამდენად, ახლა თქვენი ყველა ოცნება, თხოვნა, ლოცვა, მოსმენილია და შესმენილი უმაღლესი ძალების მიერ. ზოგადად თქვენში გახსნილია მიღმიერი პორტალი, ამდენად დააკვირდით საკუთარ შეგრძნებებს, სამყაროს მინიშნებებს, ენდეთ საკუთარ სიზმრებსა და ინტუიციას.

ამ პერიოდში მხოლოდ თქვენი აზრი და ემოციაა მნიშვნელოვანი, თუნდაც ხედავდეთ რომ გარემოს საწინააღმდეგო დინებაში მოხვდით. ახლა ის პერიოდია, როცა ასი კაცის წინააღმდეგაც კი თქვენი აზრია სწორი და შედეგის მომცემი. ეცადეთ ეტაპი გამოიყენოთ ფიქრისა და გადაფასებებისათვის. ახლა ხელგეწიფებათ მოვლენების, ადამიანების არსში წვდომა.

პერიოდი ხელს არ უწყობს არაფრის გაბევრებას, არანაირ დიდ თუ მცირე შენაძენებს. ასევე, არაა რეკომენდებული ახალი ურთიერთობების დაწყება, ზოგადად რაიმე სახის შეთანხმება. რა თქმა უნდა არც ოფიციალური ქორწინებისთვის და ბავშვის ჩასახვისთვის არის კარგი დრო.

მშვილდოსანი

მიმდინარე კვირის ენერგეტიკას თქვენი ნიშნისათვის შემოაქვს სიახლის, ჩანასახის იმპულსები ყველა თემასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ის მშვილდოსნები გაიხარებენ, რომლებიც ან თავად გადიოდნენ სამედიცინო მანიპულაციებს ბავშვის ჩასახვასთან დაკავშირებით, ან ეს პრობლემა აწუხებდათ მათი ოჯახის წევრებს. ასევე, ყველა თქვენი ოცნება, დიდი ალბათობით დადგება წამოწყების პირველადი იმპულსის წინ, თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები საიმედოდ დაიძვრება. ჩაეჭიდეთ უცაბედ და სპონტანურ შემოთავაზებებსაც.

პერიოდი ხელს უწყობს სადავო, კონკურენტული თემების მოგვარებას, რადგან ახლა უძლიერესი, უჯიუტესი  ხართ თავდაცვა-მოგერიებაში. რა თქმა უნდა ეს ტენდენცია განსაკუთრებით უწყობს ხელს სპორტში მოღვაწე, რაიმე შეჯიბრში  მონაწილე პირებს.

ამ კვირაში თქვენთვის ყველაზე უკანდამხევია დროის ტყუილად ფლანგვა, არაფრისმომცემი გართობა, გადამეტებული და არამიზნობრივი „შოპინგი“. ასევე თავის გადამეტება, ეგოცენტრულობა.

თხის რქა

თქვენი ნიშნისათვის ერთმნიშვნელოვნად სიახლეების დროა, სადაც ბევრი თქვენგანი რაიმე ახალსა და საინტერესოს აღმოაჩენს. ზოგთან ეს იდეაა, ზოგთან სამოქმედო სტრატეგია, ზოგთან  ნაცნობი ადამიანის ახლებური ხედვა, ზოგთან პირდაპირ მატერიალური ფასეულობა. მაგრამ არსი ერთია, ყველა თქვენგანი დაიჭერთ ხელში იმ „ბრილიანტს“,  რაც თქვენ  გეძვირფასებათ.

გადასარევი დროა დიდი თავყრილობებისთვის, იქნება ეს სანათესავო დღესასწაულები თუ საქმიანი შეხვედრები. ახლა თქვენი ენერგიაც კომუნიკაციაში ივსება და ამავდროულად, სწორედ ასეთ გარემოებებში აწყდებით საჭირო ადამიანებს, ან თქვენთვის საინტერესო იდეებს. ეცადეთ, თქვენი პირადი სიხარული ან წარმატება,  აღნიშნოთ ფართო საზოგადოებაში.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ განმარტოებას, ჩაკეტვას, მარტო შრომას. ახლა დაფარვის, გასაიდუმლოების ენერგია არ მუშაობს თქვენ და სასიკეთოდ. პირიქით, რასაც გამოამზეურებთ, სწორედ ის თემა ფართოვდება და დგება წარმატებულობის აურაში.

მერწყული

მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს საოცრად აძლიერებს და პირდაპირ ამკობს მმართველის, ლიდერის უძლიერესი თვისებებით. განსაკუთრებით გიმართლებთ რაიმე საპასუხისმგებლო ადგილებზე მომუშავე მერწყულებს. ახლა თქვენი ყველა მოთხოვნა, პროექტი, წინადადება, ხელშეუხებელია. ამას გარდა, ხელგეწიფებათ ყველანაირი გამოცდის, გასაუბრების, კონკურსის წარმატებულად გავლა.

კარგი დროა ახალი სამსახურის დასაწყებად, დასაწინაურებლად. თქვენთვის დადგა ის ეტაპი, როცა დროა თავიდან მოიშორთ ყველა შიში და კომპლექსი. ყველა ის თემა, სადაც უკან იხევდით, არ გჯეროდათ საკუთარი შესაძლებლობების ან განცდილი გქონდათ რაიმე მარცხი, ახლა შემობრუნებადია. დროა დაამსხვრიოთ  საკუთარი მენტალურ-ფსიქოლოგიური  ჩარჩოები. ხელგეწიფებათ ფენიქსივით  ფერფლიდან აღდგომა.

ამ ეტაპზე არ გამოგადგებათ მეოცნებეობა, ფუჭი იმედები და ლოდინი, თითქოს ვინმე  თქვენს მაგივრად გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, თუნდაც გქონდეთ ვინმესგან ასეთი დაპირება.

თევზები

თქვენი ნიშნისათვის კვირის ენერგეტიკას ერთგვარი საჩუქარი აქვს, კონკრეტულად ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პირადად თქვენ და  ზოგადად თქვენს ოჯახში, ახლო წრეში ახლა ხდება ფიზიკური წმენდა. ამდენად, კარგი დროა ყველანაირი მკურნალობისათვის, ოპერირებისათვის.

განსაკუთრებით უპრიანია ბალახეული საშუალებების, ხალხური რეცეპტების გამოყენება, ზოგადად ბუნებასთან ურთიერთობა და ყველანაირი  ბუნებრივი საშუალებების ჩართვა. ეცადეთ შეძლებისდაგვარად მოსცილდეთ პროგრესს.

ასევე, ამ ეტაპზე ძალიან გაძლიერებული გაქვთ კრეატიული აზროვნება. სახლში თუ სამუშაო ადგილზე, ზოგადად ყოველდღიურობაში, ხდებით უზომოდ მიხვედრილი, როცა ბევრი თქვენგანი ისეთ რამეს შეაკეთებს ან მოუძებნის გამოსავალს, რაც გუშინ ამ დარგის პირდაპირმა პროფესიონალმაც კი ვერ შეაკეთა. ამდენად, ეცადეთ დრო დაუთმოთ საკუთარ იდეებს.

მიმდინარე ეტაპი ხელს არ უწყობს ზოგადად ცხოვრებისეულ გლობალურ ცვლილებებს.

წყარო: „HER MIT“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1653059891

სოციალური მედია

"ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ" - ზვიად კვარაცხელია

გამომცემლობების – „ინტელექტისა” და „არტანუჯის” მთავარი რედაქტორი, მწერალი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს: "ოცნების ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ვიცხოვროთ. ყველა...

ზვიადი

1653058260

ახალი ამბები

"საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას" - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს, რომელიც საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციას და საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვ...

საპატრიარქო

1653057000

ახალი ამბები

"არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას გული გაუსკდა" - ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია

ბორჯომში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდი 17 წლის ლუკა ლეკიშვილია, რომელიც ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი იყო. "საშინელება ტრიალებს, ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია...

მოზადი

1653055500

ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამი...

ლარის კურსი

1653054834

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალ...

წვიმიანი